კახეთში სულ 11 ათას 390 ჰექტარი მიწაა უცხოელებზე გაყიდული.
იმერეთში 650 ჰექტარი მიწა ჩეხებს, ჩინელებს, ინდოელებს ირანელებს, ამერიკელებს და ებრაელებს შეუსყიდიათ.
შიდა ქართლში, ხაშურის რაიონში ინგლისელებს 513,7 ჰექტარი მიწა აქვთ ნაყიდი მეცხოველეობის საკვებისა და მარცვლეულის წარმოების მიზნით. გორსა და ქარელში ინდოელებს მარცვლეული კულტურების მოსაყვანად 330 ჰექტრამდე მიწა აქვთ შეძენილი. შიდა ქართლში უცხოელების საკუთრებაში სულ 840,7 ჰექტარი მიწაა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში იტალიელებზე, ფრანგებზე, ებრაელებზე, ჩინელებსა და გერმანელებზე 15 555 ჰექტარი, აქედან 12 ათასი ჰექტარი ტყის მასივებია გასხვისებული.
სულ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების 29 321,6 ჰექტარი უცხოელებზეა გაყიდული. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორია მოიცავს 7 მილიონ 628 ათას 400 ჰექტარს, საიდანაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უჭირავს 3 მილიონ 25 ათას 800 ჰექტარი (39,7%).
როგორც ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტიდან ირკვევა, იტალიელებს კახეთში 17 ჰა ვენახი, 290 ჰა სახნავი და საძოვარი შეუძენიათ, 30 ჰა მიწა _ ზეთისხილის მოსაყვანად, ყვარელში _ 20 ჰა სახნავი მიწა და 2 ჰა ტბორი.
ბრიტანელებს იორმუღანლოში 5 500 ჰა მიწა აქვთ ნაყიდი თხილის, ზეთისხილისა და მარცვლეულის მოსაყვანად.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ყველა ქვეყანაში უცხოელებზე მიწის გაყიდვა აკრძალულია. ბულგარეთში სასოფლო-სამერნეო დანიშნულების მიწის და ტყეების გაყიდვა უცხოელებზე აკრძალულია. ამ დღეებში ლიტვის სეიმმა ვადა გაუგრძელა კანონს, რომლის თანახმად, უცხოელებს ქვეყანაში მიწის ყიდვა ეკრძალებათ. ინდოეთში არამც თუ მიწას, მანქანასაც ვერ იყიდის უცხოელი. უფრო სწორად, ფულს გადაიხდის, მაგრამ საკუთრება ინდუსს უნდა გაუფორმოს!
ჩინეთში ყველაფრის ყიდვა შეიძლება, მიწის გარდა. აფხაზეთში არა მარტო მიწა, არამედ უძრავი ქონებაც არ იყიდება უცხოელებზე. თურქეთში შავიზღვისპირეთის მიწების გაყიდვა რუსებზე იკრძალება. საუდის არაბეთსა და არგენტინაში უცხოელზე მიწა არ იყიდება. სხვათა შორის, არგენტინაში ტრადიციული მეცხოველეობის ნაცვლად უცხოელებმა სოიოს მოყვანა დაიწყეს და ეს აკრძალვაც სწორედ მოქალაქეების დაცვის მიზნით ამოქმედდა.
ყველა ქვეყანა იცავს თავს უცხოელების ექსპანსიისგან და მიწების გასხვისებისგან. მხოლოდ საქართველოა უპატრონოდ მიტოვებული ეკლესიის მდგომარეობაში.
წყარო:
http://geworld.ge/View.php?ArtId=4473&lang=ge