http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...ulebs.html?ar=AII განყოფილება..."სევდიას რაინდები" !
„ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს მათ საარჩევნო შტაბში იარაღით შესვლასა და პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს...ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოფისში ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები იარაღით შევიდნენ და პროვოკაციის მოწყობა სცადეს. ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში პარტიის სამი აქტივისტი შევიდა. ორ აქტივისტს, რომლებიც სევდია უგრეხელიძის შტაბის აქტივისტები არიან, ეცვა ”ქართული ოცნების” მაისური, ასევე ორივეს ჰქონდა ქამარში ჩადებული პისტოლეტები. ისინი შევიდნენ ოფისში, დაიწყეს საუბარი ჩვენს აქტივისტებთან. როგორც შემდგომში გაირკვა, აღნიშნული პროვოკაციის მიზანი იყო გარედან ფაქტის გადაღება და შემდეგ ტელევიზიის საშუალებით იმის ჩვენება, თითქოს ”ქართული ოცნების” შტაბებში იკრიბებიან შეიარაღებული და კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები. ფაქტია, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ვერ ცვლის თავისი მოქმედების სტილს, ისინი ძლიერები არიან ბინძური პროვოკაციების მოფიქრებაში, თუმცა აშკარაა, რომ მათ ამ პროვოკაციების აღსრულების რესურსი რეალურად არ აქვთ” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
p.s. III განყოფილების ანონსი - "მოიტაცეს სანდრა ქალი"!... ქოცი მაცი-ხვიტია ზუგდიდის შტაბ-ბინიდან იტაცებს სანდრას და მიჰყავს ბიძინას კოშკში ....მოსაღამოვებულზე მსოფლიო ბანი შეასრულებს მწუხრის არიას!