საქართველოსა და პატრიარქზე – პაპი ფრანცისკე
პაპი: „მე საქართველოში ორი სიურპრიზი დამხვდა, ერთი თავად საქართველო, მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი ქრისტიანული რწმენით სავსე ასეთ ადგილს, ჩემი მეორე აღმოჩენა საქართველოს პატრიარქი იყო, ადამიანი უდიდესი და ძალიან ღრმა რწმენით, ის არის ღვთისკაცი, მე შემძრა პატრიარქის გაცნობამ და ეს გრძნობა მქონდა მასთან ყოველი შეხვედრისას. დავტოვე გრძნობით, რომ მე ვიპოვე ნამდვილი ღვთისკაცი.
რაც შეეხება საკითხებს რაც გვაშორებს და გვაერთიანებს, ვფიქრობ , რომ ჩემი საქმე არ არის დოქტრინებზე საუბარი, მოდით დაუტოვეთ ეს თეოლოგებს განსახილველად, ეს თეოლოგებმა კარგად იციან და ორივე მხრიდან უნდა შეისწავლონ. რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს არის ერთმანეთისთვის ლოცვა და ერთობლივად ბევრი რამის გაკეთება… ამდენი ღარიბი ადამიანია, მოდით ერთად გავაკეთოთ რამე ღარიბი ხალხისთვის, ემიგრანტებისთვის, მათთვის ვისაც ბევრი პრობლემა აქვს, დავეხმაროთ ერთად, ეს არის ეკუმენიზმის გზა (ქრისტიანთა ერთობის აღდგენა), ეს არის მხოლოდ დოქტრინის გზა, გზა რომელიც გრძელია, მოდით უკვე ერთად სიარულით დავიწყოთ, სურვილით და ნებით, ამის გაკეთებას შევძლებთ, ამის პარალელურად თეოლოგები გააგრძლებენ შესწავლას და ერთმანეთთან საუბარს. საქართველო არის არაჩვეულებრივი, ხალხი არა მარტო ქრისტიანული, არამედ მთელი არსით”- განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.
http://www.orthodoxtheology.ge/papisakartvelozedapatriarkze/ * * *
როგორც ვატიკანის ტელევიზია იუწყება, რომის პაპმა საქაართველოს პატრიარქს საჩუქრად ჩამოუტანა უნიკალური „პავლეს კოდექსი“, რომელსაც ათას წელზე მეტ ხანს ინახავდნენ ბენედიქტელი ბერები.
-------------------------------
ისტორიის მანძილზე, როცა გიჭირდათ და არავინ იყო თქვენი მშველელი და ბედის ანაბარად იყავით მიტოვებული, უფალს არასდროს მიუტოვებია კურთხეული ქართული მიწა
რომის პაპი ფრანცისკე.
------------------------------
კათოლიკურ ეკლესიაში სტუმრობისას რომის პაპმა ცალსახად დაიცვა ოჯახის ინსტიტუტი:
"ქორწინება უმშვენიერესია რამაა ღვთის ქმნილებათა შორის." ...“ოჯახის დიდი მტერია გენდერული თეორია. დღეს მსოფლიოში ომია გაჩაღებული ოჯახის დასანგრევად. ეს ომი წარმოებს არა იარაღით, არამედ იდეოლოგიური კოლონიზაციით. ამიტომაც, მნიშვნელოვანია რომ ოჯახი დავიცვათ ამ კოლონიზაციისაგან“
-------------------------------
* * *
„მე საქართველოში ორი სიურპრიზი დამხვდა, ერთი თავად საქართველო, მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი ქრისტიანული რწმენით სავსე ასეთ ადგილს, ჩემი მეორე აღმოჩენა საქართველოს პატრიარქი იყო, ადამიანი უდიდესი და ძალიან ღრმა რწმენით, ის არის ღვთისკაცი, მე შემძრა პატრიარქის გაცნობამ და ეს გრძნობა მქონდა მასთან ყოველი შეხვედრისას. დავტოვე გრძნობით, რომ მე ვიპოვე ნამდვილი ღვთისკაცი.