დღეს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სამხედრო ძალების რაოდენობა იყო. სხდომის დასრულების შემდეგ, გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ 2017 წლისთვის სამხედრო ძალების რაოდენობა კვლავ 37 ათასი იქნება.
"გადაწყდა, რომ შეიარაღებული ძალების რაოდენობა დარჩეს ის, რაც იყო, ანუ არა უმეტეს 37 000-სა. ეს არის ის რაოდენობა, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი შეთანხმება. რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში საჭირო იქნება დამატებითი შეთანხმება პარლამენტთან", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
http://www.newposts.ge/?l=G&id=119234-%E1%...%83%A0%E1%83%98