მილანისტა.
გული მეწვის შენს პოსტებს რომ ვკითხულობ, ყველა რომ ჩემზეა.... შენი პოსტების ქვეტექსტები: მე ნიტე რა ცუდი ვარ, მე რა ასეთი ვარ მე რა ისეთი ვარ, მე რა "მხცოვანი" ასაკის ვარ (გაიგეთ ხალხოოო?), მე რას ვჭამ, მე რას ვსვამ, მე სად დავდივარ, მე ვისთან დავდივარ, მე როგორ ვერთობი, და საერთოდ რატომ ვერთობი, რა უფლებით? მე სად ვპოსტავ და საერთოდ რატომ ვპოსტავ, რა უფლებით? (ფორუმი მაშასია)... მე ვის მოვწონვარ, და საერთოდ რატომ მოვწონვარ, რა უფლებით? (ფორუმზე ყველა მაშასია)
მართავ კლოუნადას სეირის მაყურებელთა გულის გასახარად (იმაზე რომ არაფერი ვთქვათ რომ მეც მითრევ უნებლიედ ჩემზე პირდაპირ თუ ირიბად დაწერილი პოსტებით). იმასაც ვერ ხვდები ზოგი რა პროვოკაციებს გიგდებს რომ მერე იხალისოს. შენ კი აგრძელებ ცირკაჩობას უთავმოყვარეოდ.
ყველა პმ-ს ჩემზე წერ, რომ ყველას გააგებინო ჩემი პირადი ცხოვრების "ცუდი" დეტალები, ის რაც იცი და ის რაც შენმა აფეტურმა გონებამ შეთხზა.
ასე მგონია უკვე ყოველ ღამე ჩემზე "ფიქრში იძინებ", თუ საერთოდ იძინებ
იმ მომენტების გამოკლებით როდესაც ვბრაზდები იმ შეურაცხყოფებზე და ცილისწამებაზე რასაც აქ ფორუმზე სახალხოდ აფრქვევ ჩემს მიმართ, და პასუხის გაცემა მინდება ხანდახან არაკორექტულად ცხელ გულზე, ხან კი კორექტულობის ფარგლებში მაგრამ ისე რომ "მოგხვდეს" (შენი ღამის თემაში გადმობარგება ამის ნათელი მაგალითია), სუფთა ადამიანური თვალსაზრისით, გვერდიდან რომ შევხედო, მართლა მეცოდები, იმის გამო რომ ვერ ახერხებ ამ მარტივი წრიდან გამოღწევას, ერთ ადამიანზე იციკლები და უკანვე გიბრუნდება ყველაფერი და მერე უარესად იციკლები.
გჭირდება ეს ყველაფერი? შენი საქმეა.
არც კი ვიცი ამას რა დავარქვა, ერთი ქალის პატარა ტრაგედია, როდესაც მიდის ახალგაზრდობა, სილამაზე და გავლენა და ამას არაფერი ანაცვლებს. (აქ ლეო ქიაჩელის თავადის ქალი მაია მახსენდება) თუ უსაქმურობისა და სიცარიელისგან ყვერებში მახათის ყრა, თუ ორივე.
იმედიც არ მაქვს რომ გაიგებ რა მოგწერე, და იგივეს არ გააგრძელებ... სამწუხაროდ
ესაა ჩემი ბოლო პოსტი სადაც დაგფლუდე ან გახსენე
პასუხს არ წავიკითხავ.
თავის მართლების რეჟიმში ყოფნა მომბეზრდა. ძალიან!!!
ადიოს
პს. ერთი ძალიან კარგი ადამიანი გააძევე (როგორც შენ მითხარი) ამ განყოფილებიდან უკვე შენი პოსტინგით. მე ამ სიამოვნებას ვერ მოგანიჭებ, მაპატიე., ხშირად არ შემოვდივარ, მაგრამ როგორც აქამდე ვიყავი ისე ვაპირებ შემოსვლას. შენს გამო არ ვაპირებ რამის შეცვლას.