#48867061 · 22 Sep 2016, 21:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
K.J
| QUOTE | | ზოგ ლადში ბზუის ზოგი სიმი, ზოგი ზედმეტად დაშორებულია გრიფს, დაკვრა არასასიამოვნოა მოკლედ. ოქროს შუალედი ვერ ვიპოვე ვერანაირად... |
როცა სიმები ზოგან მაღლა დგას და ზოგან ბზუის, ეს იმას ნიშნავს, რომ ანკერით უნდა დაარეგულირო...
თუ ანკერით დარეგულირება სწორად ჩატარდა, მაგრამ მაინც იგივე მდგომარეობაა, მაშინ ადგილი აქვს გრიფის "დაძვრას", ანუ დაღრეცვას და მაგის გასწორებას სჯობია ახალი გრიფი გამოიწერო - რამდენადაც მახსოვს, ეგ მოდელი ბოლტებზეა, ხომა?
იმ გიტარებში, სადაც ანკერი ჩაწებებულია, ასეთი შემთხვევები უფრო რთულად ვითარდება:
უნდა ამოიყაროს ლადები
უნდა ხელახლა მოიხეხოსა და გასწორდეს "ნაკლადკა", ან როცა უიმედო მდგომარეობაა, სრულად მოშალაშინდეს "ნაკლადკა" და ახალი დაეკრას და მერე ლადების ჩასმა და აშუშუ...
პირველ რიგში გასარკვევია, გრიფის რომელ უბნებშია ამოზნექილი და რომელში ჩაზნექილი - ანკერი ძირითადად ამობურცავს, ან ჩააღმავებს მეექვსე-მეშვიდე ლადების ზონაში, ხოლო თუ სხვა ადგილებზეა დეფორმაცია, ან ოსტატს უნდა მისცე სარემონტოდ, ან უნდა მოხსნა გრიფი და გადააგდო...
--------------------
საქართველო მარადიულია! © პრეკურსორი
"ვირი გინდა ნაცებში დააბი, გინდა ქოცებში - მაინც ერთი ბიძინააო!"
“იარე წინ და შეჭამე ყველაფერი, რაც მოძრაობს! რაც არ მოძრაობს, ეგეც: ხეებიც, ბოძებიც… მოსახვევშიც არ მოუხვიო - მოსახვევიც შეჭამე!” (C) OKELA84
|