„გაუმართავი კანონის ბრალია, რომ ნაყიდია 550 ათასი კბილის პროთეზი და ის საწყობიდან ვერ გამოგვაქვს იმიტომ, რომ ვიღაცას ამაზე ფულის გაკეთება უნდა. სწორდ ასეთი მანკიერ პრაქტიკას დაუპირსპირდება სრულიად გამჭირვალე ელექტრონული ტენდერები, პრივატიზაცია.“- ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული არხის ICTV-ის გადაცემა „Факты недели“-ში.
როგორც მისი ინტერვიუდან ირკვევა, ის ოდესაში „ღიმილიანი საქართველოს“ მსგავსი პროექტის გაკეთებას აპირებს, რაც მოგეხსენებათ, ხანდაზმულებისთვის პროთეზის უფასოდ ჩასმას ითვალისწინებს. თუმცა, როგორც ოდესის გუბერნატორი აღნიშნავს, მას ბიუროკრატიული სახის პრობლემები ექმნება, რის მოგვარებასაც დავით საყვარელიძეს ავალებს: "სავსებით ნათელია, რომ ქვეყანაში უძრაობაა იმიტომ, რომ ეს ვიღაცისთვის ხელსაყრელია. მაგალითად, არ იძლევიან გარკვეულ საბუთებს, რატომ ? იმიტომ, რომ კონკრეტულ ჩინოვნიკს ასე აწყობს.
შესაძლებელია სახელმწიფო შენობის დაქირავება. ეს მარავალთვიანი პროცედურაა. თუ გინდა პროცესი დაჩქარდეს, უნდა გადაიხადო ფული.
„ძალიან მალე, ყველა საქალაქო თუ სასოფლო საბჭო ვალდებული იქნება ეს ყველაფერი მხოლოდ ელექტრონულად გააკეთოს. საყვარელიძე დაკავდება იმ ხალხით, რომლებიც ყოელთვის ხელშეუხებლები იყვნენ და გააკონტროლებს საპრივატიზაციო და სხვა სატენდერო პროცესებს.“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
http://www.ipress.ge/index.php?_run_=new%2...amogvaqvs-video
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3