აშშ-ის სენატმა 2017 წლის სამხედრო ბიუჯერი დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, სამხედრო მიზნებზე 602 მილიარდი დოლარი დაიხარჯება. თანხიდ დიდი ნაწილი თავდაცვის სამაინისტროს, დანარჩენი კი ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოუსაფრთხოების პროგრამების ხარჯებისთვის გადაეცემა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ევროპაში რუსეთის აგრესიის შესაკავებლად წინა წელთან შედარებით ოთხჯერ მეტი თანხაა გათვალისწინებული. როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა სენატში გამოსვლისას აღნიშნა, პენტაგონი იძულებული გახდა, რუსეთის აგრესიასთან ბრძოლა თავდაცვის სტრატეგიის მთავარ კომპონენტად ექცია.
რუსეთის აგრესიის შეკავებაზე 2017 წლის ბიუჯეტში 3,4 მილიარდი დოლარია გათვალისწინებულია. თანხა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ძალების განთავსებას მოხმარდება, ასევე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დახმარებას. როგორც თეთრ სახლის ვებგევრდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი, ვაშინგტონი ნატო-ს პარტნიორებსა და მოკავშირეებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო მხარდაჭერას გაუწვეს და საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება.
http://2030.news/index.php?newsid=14678