რამდენიმე დღის წინ გავრცელებუილ სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრობს და აცხადებს, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია ისე, რომ ერთი-ერთში იმეორებს მთავრობის რიტორიკას. პარტიის ლიდერი გამორიცხავს, რომ აუდიო-ჩანაწერი ნიკა გვარამიას გამოექვეყნებინა.
”თუ ადამიანს ზრდილობიანად ვესაუბრები, სულაც არ ნიშნავს, რომ მასზე დაქვემდებარებული ვარ, ან მის წინაშე თავს ანგარიშვალდებულად მივიჩნევ. უბრალოდ მისი დაწყნარება და დამშვიდება მინდოდა. გვარამიას დიდი ხანია ვიცნობ, ”რუსთავი 2” ფონდ ”იავნანას” წლების განმავლობაში ეხმარებოდა, ნიკასაც ამ ფონდის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის - ასე რომ, ძალიან აღშფოთებული იყო, მინდოდა, ყველაფერი დეტალურად გამერკვია. ის ნამდვილად არ მოელოდა, რომ ჩვენი გუნდიდან ვინმეს მსგავსი განცხადების გაკეთება შეეძლო”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
http://pirveliradio.ge/?newsid=73608ომგ