ზურა ხაჩიძე: ღვთის, ოჯახისა და მოსახლეობის წინაშე ფიცს ვდებ, თუ არ ვივარგე, მანდატს დავხევ
ზურა ხაჩიძე: ღვთის, ოჯახისა და მოსახლეობის წინაშე ფიცს ვდებ, თუ არ ვივარგე, მანდატს დავხევ
11:52 / 23.09.2016
„პატრიოტთა ალიანსის“ ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატის ზურა ხაჩიძის განცხადებით, პოლიტიკაში უამრავი ხელოვანი მიდის.
ხაჩიძემ „ტვ იბერიის“ ეთერში ამერიკის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის მაგალითი მოიყვანა.
„ძალიან რაღაცნაირი კითხვაა - ხელოვანები რატომ მიდიან პოლიტიკაში, ხელოვანები მუდმივად მიდიან პოლიტიკაში, უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო და ერთ-ერთი შეიძლება ავიღოთ, ამერიკის პრეზიდენტი რეიგანი. ასე რომ, პრობლემა არ არის, ხელოვანი რომ მიდის პოლიტიკაში“, -განაცხადა ხაჩიძემ.
ამასთან, ზურა ხაჩიძემ პირობა დადო, რომ თუ მაჟორიტარად „არ ივარგა“, სადეპუტატო მანდატს ბორჯომის ცენტრში დაჭრის.
„რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა გავიმარჯვებ, ანგარიში გავაკეთოთ მოსახლეობასთან, თუ არ ვივარგე, მერე ვილაპარაკოთ.
ღვთის, ოჯახისა და მოსახლეობის წინაშე ვდებ ფიცს, თუ არ ვივარგე, ნახევარ მანდატს დავჭრი ბორჯომში, ცენტრში და მეორე ნახევარს- ასპინძაში“, - აღნიშნა ხაჩიძემ.
http://www.info9.ge/sazogadoeba/156054-zur...html?lang=ka-GE