georgitoალბათ სადღაც 2500 თუ გინდა რომ გაყიდო მალე.
იმედია არ გეწყინა მართლა და "ყველა 2016 წლის მანქანით ვერ ივლის" სარკასტულად არ დაწერე. როგორც ზემოთ აღნიშნეს რომ იკითხე მაგიტომ დაგიწერე ჩემი მოსაზრება.
მეთვითონ ერთი 97-იანი მანქანა მყავს და მეორე 2005-იანი. 2016-იანით ვერც მე ვერ დავდივარ. უი ერთი კიდევ 73-იანი

ერთი 15+ მანქანა მყავს გამოცვლილი და ჩემი აზრი ასეთია - მანქანის გასაყიდი ფასი არის ის რასაც გიხდიან გაყიდვისას.
ანუ დაადე მაგალითად 3500 და არ გირეკავს არავინ. - დაადებ 3200-ს, კიდევ არ გირეკავენ კიდევ დაწევ და ასე - სანამ მყიდველი არ მოვა და $$$ არ ჩაგითვლის.
ეს - თუ გაყიდვა გინდა თორემ თუ 1 და 2 წელი გინდა ყიდო მანქანა კი გაყიდი რაღაც მომენტში საბაზრო ფასზე უფრო მეტად.
ერთი დიდი მინუსი მე პირადად რაც მიმაჩნია ამ მანქანის არის გაზი. ძალიან ბევრი იფიქრებს რომ ნატაქსავები და მო#$ულია.
ისე კი წარმატებები გაყიდვაში და მალე 2016-იანი მანქანაც მომელოცოს !!!