#48875607 · 23 Sep 2016, 23:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით მეგობრებო!
გავრცელებული ინფორმაციით იყიდება გორის დილა. საწყისი ფასი 312 850 ლარია. ამავდროულად მყიდველმა უნდა გაისტუმროს ვალი 750 000 დოლარი. და მოახდინოს 600 000 ინვესტიცია.
გამოვდივარ წინადადებით თუ შევიკრიბებით 1000 კაცი ჩამოვაყალიბებთ სააქციო საზოგადოებას და თითოეული ჩვენგანი გაიღებს 100 დოლარს საკმარისი იქნება სრულიად გორის დილა ვიყიდოთ რა თმა უნდა თავისი ინფრასტრუქტურით. შემდეგ უკვე როგორც ხდება აირჩევა საბჭო რომელიც კლუბში თანამდებობებზე დანიშნავს გამოცდილ და ეფექტურ კადრებს. ასე რომ მეგობრებო გვეძლევა შანსი შევქმნათ ნამდვილი სახალხო კლუბი და შევიტანოთ ჩვენი წვლილი ფეხბურთის განვითარებაში.
ვისაც მოგწონთ დაპოსტეთ და დავიწყოთ ამ იდეის განხილვა.
არც 1000 ფეხბურთის გულშემატკივრის პოვნაა პრობლემა დარწმუნებული ვარ ბევრად მეტია და ასევეარც 100 დოლარია ის თანხა ვერ მოიძიოს კაცმა და ასევე თითოეული მათგანი იქნება აქციონერი და კლუბის განვითარებით ყველა იხეირებს.
|