აქ დევს ნაწილი იმ პროექტებისა რომელიც ან ახლახან დასრულდა ან ახლა მუშაობის პროცესშია.
თბილისში თევზის, ცხოველებისა და ფრინველების საკვების მწარმოებელი საწარმო აშენდა

ქართულმა კომპანიამ ,,ნუტრიმაქსი” თბილისში ევროპული დონის თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვები საწარმო ააშენა.
კომპანიის წარმომადგენლების ცნობით, საწარმო წლის განმავლობაში 50 000 ტონა ცხოველის, ფრინველისა და თევზის საკვებს გამოუშვებს. პროექტის ღირებულება 5 მილიონი ლარია.
საწარმოში, რომელიც ფონიჭალის ზემო დასახლებაში 30 394 კვ.მეტრის ფართობზე მდებარეობს, 50 ადამიანი დასაქმდა.
კომპანია ქართულ ბაზარზე 2009 წლიდან საქმიანობს და მესაქონლეობის, მეფრინველეობის და მეღორეობის მიმართულებით მზა საკვებსა და საკვებდანამატებს აწარმოებს, რომლის რეალიზებაც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში ხდება.
„ნუტრიმაქსი“ ცხოველის, ფრინველის და თევზის საკვების წარმოებაში მსოფლიო ლიდერი კომპანიის Nutreco-სა და მისი შვილობილი კომპანის Trouw Nutrition Hyfeed-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.
***
დაბა ხარაგაულში სამედიცინო კლინიკა გაიხსნა

უახლესი ტექნიკით აღჭურვილ კლინიკაში გეგმური და გადაუდებელი დახმარების მიღებაა შესაძლებელი. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები ადგილზე ჩაუტარდებათ. მრავალპროფილიან კლინიკაში 70-მდე თანამშრომელი დასაქმდება.
***
ცნობილმა ფრანგულმა ბრენდმა „ბრიკორამამ“ საქართველოში ჰიპერმარკეტი გახსნა

თბილისში ცნობილი ფრანგული ბრენდის BRICORAMA-ს სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი გაიხსნა.
მარშალ გელოვანის გამზირზე 6 000 კვ.მ. ფართობზე განთავსებული სავაჭრო ცენტრის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე დაესწრნენ.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარში აღნიშნა, ეს არის პირველი ჰიპერმარკეტი, რომელიც ფრანგულმა ბრენდმა ევროპის კავშირის გარეთ გახსნა. „კომპანია ევროპის მასშტაბით ფლობს 200 ჰიპერმარკეტს და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბრენდია ამ მიმართულებით. ჰიპერმარკეტში ძირითადად წარმოდგენილია სამშენებლო-სარემონტო პროდუქცია, რომელიც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ გავიუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრება. ამ პროექტში განხორციელდა 20 მილიონი ლარის ინვესტიცია და დასაქმდა 90-ზე მეტი ადამიანი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2015 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 2016 წლის მეორე კვარტალში ვაჭრობაში 10%-ით მეტი ადამიანი დასაქმდა. დღეს ვაჭრობაში 153 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ხოლო 2015 წელთან შედარებით 14 000-ით მეტი ადამიანი. ეს არის დადასტურება იმისა, თუ სად იქმნება ვაჭრობაში ადგილები და როგორ მიდის საქართველო წინ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
***
2015 წელს საქართველოში 172 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება გაიხსნა

2015 წელს საქართველოში სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1154 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომელთაც 1225 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება გააჩნიათ.
საქსტატის ინფორმაციით, 2015 წელს 172 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება შევიდა ექსპლუატაციაში. სასტუმროების საერთო რაოდენობის 15.3% ექსპლუატაციაში შევიდა 2014 წელს, 12.1% - 2013 წელს, 8.5% - 2012 წელს, 9.3% - 2011 წელს, 5.9% - 2010 წელს, ხოლო 34.9% - 2010 წლამდე.
მოქმედი სასტუმროების 99.3% კერძო საკუთრებაშია; მათგან 9.6% - უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირის, ხოლო 0.7% სახელმწიფო მფლობელობაშია.
2015 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 1293.1 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. აქედან იჯარით გაცემულია 23.6 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელმა ფართობმა 616.0 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა, რაც 23.5%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
2015 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 48.6 ათასი ერთეული შეადგინა. ნომრების საერთო რიცხვი 23.1 ათასი ერთეულია, რომელთა 10.6% ლუქსია, 13.7% – ერთადგილიანი, 58.4% – ორადგილიანი, ხოლო 17.3% სამი და მეტი ადგილის მქონე ნომრებია. 2015 წლის განმავლობაში საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 1854.5 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 33.3%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს.
***

***

***

***


***

***

***

***
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში 4 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა.

***

***
ტექნოლოგიებითა და დანადგარებით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი და საბრენდე სპირტის სახდელი ქარხანა გაიხსნა. კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ახალი ქარხნის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
ვიდეო
***
საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში “საგურამოჰესი” ჩაირთო - ახალი ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
ვიდეო
***
თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი - „სილიკონ ველი თბილისი“ გაიხსნა, რომელიც IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.

***
გორის სარაგბო სტადიონი გაიხსნა
image url upload24 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძესთან და გორის მერ ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად, გორში საერთაშორისო სტანდარტების ახალი სარაგბო კომპლექსის გახსნა.
გორის სარაგბო სტადიონი ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით აშენდა და ჯამში სარაგბო კომპლექსის მშენებლობასა და კეთილმოწყობაში 5. 900.00 ლარი დაიხარჯა.
კომპლექსი აერთიანებს ბუნებრივსაფარიან და ხელოვნურსაფარიან მოედნებს. სტადიონის ბუნებრივსაფარიანი მოედნის ტრიბუნა 2.500 მაყურებელს იტევს, ხელოვნურსაფარიანი კი 500 მაყურებელს.
***
ტყიბულში ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი სპორტის სასახლე გაიხსნა


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ტყიბულში რეაბილიტირებული სპორტის სასახლის გახსნას დაესწრო. მინისტრმა, ადგილობრივ სპორტსმენებს სხვადასხვა სპორტული ინვენტარი გადასცა და იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად მონაწილეობა მიიღო სპორტის სასახლის გახსნის ცერემონიაში, რომელსაც თბილისიდან მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი გულშემატკივრები დაესწრნენ.
***
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

სკოლამდელი სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ახლადაშენებულ ბაღში განახლდა. ახალი ბაღი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების, შშმ პირებზე ადაპტირებული საბავშვო ბაღის მშენებლობა ჭანიეთის თემში გასულ წელს დაიწყო და 2016 წლისთვის დასრულდა. საბავშვო ბაღი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
***
ახალციხეში სახანძრო-სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გაიხსნა
imagშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორ ზვიად ქაწაშვილთან ერთად, ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ახალციხის განახლებული შენობა გახსნა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ძველი სახანძრო-სამაშველო შენობა გაარემონტა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განახორციელა. ახალციხის სამმართველოს განახლებული შენობა თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა, შეკეთდა სასწავლო კოშკურა.
შს მინისტრის მოადგილემ სამმართველოს რეაბილიტირებული შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და ახალი ავტოფარეხები დაათვალიერა. განახლებულ შენობაში 33 მეხანძრე-მაშველი და ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი იმუშავებს.
შს სამინისტრო, მთელი საქართველოს მასშტაბით, სახანძრო-სამაშველო შენობების რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს. 2016 წელს განახლდა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 11 შენობა და აშენდა 1 ახალი ნაგებობა. მიმდინარე წლის ბოლომდე 3 ახალი ნაგებობის მშენებლობის დასრულება და 1 ძველი შენობის რეაბილიტაცია იგეგმება.
***
ქვეშში 24 წლის შემდეგ საბავშვო ბაღი გაიხსნება

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვეშში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლიდან საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება. ამ ეტაპზე ეზოს შემოღობვა მიმდინარეობს. ბაღის შენობის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის ღირებულება 34 389 ლარს შეადგენს.
***
2014-2016 წლებში თბილისში აშენდა 7 ახალი და აღდგა 3 საბავშვო ბაგა-ბაღი

***
სოფელ გლდანში კულა გლდანელის სახელობის საჭიდაო დარბაზი გაიხსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ კულა გლდანელის სახელობის საჭიდაო დარბაზი გახსნეს.
***
ზუგდიდში მალე რეგიონში პირველი სკრინინგ-ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას.
ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და მისი მშენებლობა 2017 წლის მარტიდან დაიწყება.
პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი” ახორციელებს, ფინანსურ მხარდაჭერას კი ჩეხეთის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.
"ეს იქნება საქართველოში არსებული ყველაზე კარგი სკრინინგ ცენტრი შენობითა და აღჭურვილობით“, - განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა რემა ღვამიჩავამ ზუგდიდში 9 სექტემბერს გამართულ კონფერენციაზე, რომელიც კიბოს პრევენციისა და სკრინინგის თემას ეძღვნებოდა.
კიდე ბევრი რამ აკლია აქ...
ქვეყნის შენება წამების და ბიზნესის ტერორის გარეშეც შესაძლებელი ყოფილა...