ეეეეე 20 კილს დაკლებას ეხუმრები
მაგრამ,მოიცა რამე მოვიფიქროთ
მოკლედ პირველი რაც უნდა გაკეთდეს არის ესე ვთქვათ life style modification
მეტი აქტიურობა

დავიწყოთ კვებით
დაბალკაროლიული, მაგრამ ნოყიო და მინერალებით და ვიტამინებით და მოკლედ ყველაფრით მდიდარი საკვები
გარედან დააკვირდი წარწერებს ცხიმის შემცველობაზე
ჭამე დღეში რამოდენიმეჯერ, მცირე ულუფებით
ოღონდ გარკვეული თანმიმდევრობით, ხილი, ცომეული, ხორცი ერთმანეთში არ აურიო,ეს კატეგორიულად არ შეიძლება
ანუ უფრო ადვილად მოსანელებელი საკვები მიიღე "კაპიტალურ" ჭამამდე 30 წუთით ადრე ან 1 საათით მერე
ხო ეს მე ზუსტად აღარ მასხოვს , მაგრამ რა კომბინაციებია საჭმლის კატასტროფული გავიგებ და მერე დავწერ
მოკლედ ცილები და ნახშირწყლები-კი , ცხიმები -არა
ეს უხეშად, ცხიმი ცოტა რათქმაუნდა საჭიროა, მაგარ შეზღუდულად ხო ხვდები
ხო პური, ყველა ფიქრობს რომ პურის აკრძალვით დიეტა უფრო ეფექტური იქნება, ამ დროს არა
პური ნაწლავებში საკვების ტრანზიტს , ესე ვთქვათ, აჩქარებს, შესაბამისად ნაკლებიც შეიწოვება, ნუ ცოტა ხმამაღლა ვიძახი , მარტო ამის იმედად ვერ იქნები, მაგრამ ესეც ძალიან ეხმარება, პურიც ცოტა შეზღულუდად, მაგრამ მაინც მიიღე
ხო , ეხლა ფიზიკური აქტივობა
ივარჯიშე თუ ამის საშუალება გაქვს, ან ფიტნესი, იოგა ან რამე მოიფიქრე
სირბილის იმედზე ნუ დარჩები მთლად
მარტო ვარჯიში არ მოგცემს ხანგრძლივ შედეგს , იმიტომ რომ, ამ დროს წონაში კლება,სითხის კარგვის ხარჯზე ხდება და რეალურად კანქვეშ ცხიმი იგივე რჩება
ამიტომ ვარჯიში უნდა იყოს კომპლექსური და სწორედ მიმართული, ტრენერი სასურველია
მოკლედ დიეტა + ვარჯიში
ხო ძილი შედარებით ხანგრძლივი, ნუ ზოგი იძახის, რომ ძილში რაგაც ჰორმონები გამოიყოფა, რომლიც ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედებს, თითქოს ასტიმულირებს, მაგრამ კაცმა არ იცის, ამისი evidence-ი არ არის ისეთი სარწმუნო
ხოოოოოო და რაც მთავარია, უნდა განეწყო ამისთვვის, დიდი მოტივაციაა საჭირო, ისე არაფერი გამოვა
ნებისყოფა, განწყობა და ძალისხმევა
ისე თუ საჭირო გახდება ჯობს დიეტოლოგს მიმართო, იმიტომ რომ ინდივიდუალური პროგრამა და მედოთი უნდა შემუშავდეს, თუმცა 20 კილოს შენ თვითონაც მოახერხებ
პ.ს. შენ თუ ამ ყველაფრის წაკითხვა არ დაგეზარა, ნებისყოფასაც არ უჩივი და ეტყობა მზადაც ხარ ამისთვის
ასე რომ წარმატებები