მოგესალმებით. მინდა გაჩვენოთ ერთი სტრატეგია, თუ როგორ უნდა შევქმნათ პოპულარული გვერდი ინსტაგრამზე და მოკლე დროში დავაგროვოთ რეალური და ბევრი ფოლოვერი.
ამ სტრატეგიის გამოყენებით ერთ თვეში (დღეში 10 წუთის საქმით) შეგიძლიათ დააგროვოთ პირველ თვეში მინიმუმ 7000 ფოლოვერი.შემდეგ კი აუცილებლად გაიზრდება რაოდენობა.
მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ:
1. fakenamegenerator.com-ზე ვირჩევთ რაიმე სახელს და გვარს. შეარჩიეთ ნებისმიერი სახელი, რომელიც მოგეწონებათ, უმჯობესია ევროპული ან ამერიკული (ინდურ სახელს ნუ შეარჩევთ).
2. vk.com-ზე ვეძებთ რაც შეიძლება ლამაზ და სექსუალურ გოგოს, რომელიც არ არის (საყოველთაოდ) ცნობილი მოდელი. როდესაც შეარჩევთ, გადმოიწერეთ მისი ყველა ფოტო. ისეთი შეარჩიეთ, რომელსაც ბევრი ფოტო აქვს (მინიმუმ 300 მაინც).
3. ვქმნით ინსტაგრამს. ვავსებთ ყველაფერს, კარგი იქნება თუ შექმნით იგივე სახელით და გვარით ფეისბუქსაც (დამატებითი მასალა ქვევით იქნება იმ შემთხვევაში, თუ ფეისბუქსაც შექმნით). რაც შეიძლება მეტი ინფო შეიყვანეთ, დადეთ ფეისბუქის პროფილის ლინკიც.
სტრატეგია:
დღის სხვადასხვა მონაკვეთში ვდებთ 4-5 ფოტოს. ასევე ვეძებთ ჩვენთან დაახლოვებულ ჰეშთეგებს, მაგალითად: #model. ჩვენთვის საინტერესოა მხოლოდ უახლესი ფოტოები. ვიქცევით შემდეგნაირად: მოძიებულ ჰეშთეგზე ვხსნით Most recent ფოტოებს და ვეძებთ ისეთ ფოტოს, რომელსაც ბევრი ლაიქი აქვს. შეიძლება 30-40 წამი მოგიწიოთ ძებნა, თუმცა აუცილებლად იპოვით. მაგალითად ვიპოვეთ ფოტო, რომელიც არის 2 წუთის წინ დამატებული და აქვს 50 მოწონება. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს 50 ადამიანი არის რეალური, ამ წუთას ონლაინშია და დაინტერესებულია ისეთივე სურათებით, როგორიც ჩვენ გვაქვს. ამიტომაც ვუფოლოვერდებით ამ ადამიანებს. ვაგრძელებთ ძებნას და იგივეს ვაკეთებთ შემდეგ სურათზეც. თუკი ყველაფერს სწორად გააკეთებთ, დაახლოებით 40% მაინც დაგიფოლოვერდებათ. ეცადეთ, რომ ერთდროულად არ მიაყაროთ და რაც შეიძლება გადაანაწილოთ დღის სხვადასხვა მონაკვეთზე.

ეს არის ჩემი ხუთი დღის შედეგი.
გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო ძველია ექაუნთი, უფრო ნაკლები რისკია, რომ დაიბლოკოთ.
თუკი ექაუნთი ახალი შექმნილია, შემდეგნაირად მოიქეცით:
პირველი 1 კვირის განმავლობაში დღეში 300 ადამიანზე მეტს არ დაუფოლოვერდეთ.
შემდეგ ყოველდღიურად გაზარდეთ 50-ით. როდესაც მიაღწევთ 500-ს, ერთი კვირა აღარ გაზარდოთ.
შემდეგ ისევ გააგრძელეთ და იგივენაირად მოიქეცით 700-ზე. რეკომენდირებულია, რომ დღეში 700-ზე მეტ ადამიანს არ დაუფოლოვერდეთ.
თუკი ძალიან ბევრს დაუვოლოფერდებით ერთ დღეში, აუცილებლად დაიბლოკებით. ამიტომ ეცადეთ ხანგრძლივ პერსპექტივაზე იფიქროთ.
ასევე კარგი იქნება, თუ მოიძიებთ ისეთ ჰეშთეგს, სადაც ძირითადად მამრობითი სქესის წარმომადგენლები ჭარბობენ და most recent ფოტოებს დაალაიქებთ და დააკომენტარებთ. რაღაც მცირე შედეგი შესაძლოა ამითაც მიღოთ.
ფეისბუქს რაც შეეხება, შეგიძლიათ მოიქცეთ ორნაირად:
1. მოიძიოთ Add me ჯგუფები, სადაც დაპოსტავთ თქვენს სურათებს რაიმე სათაურით, მაგალითად: Add me please <3 ან ნებისმიერი რამე და უამრავი ადამიანი დაგამატებთ. სამომავლოდ შეძლებთ აპიაროთ თქვენი ინსტაგრამის გვერდი.
2. მოიძიოთ Follow me on Instagram ჯგუფები, სადაც დაპოსტავთ თქვენი ინსტაგრამის გვერდს და მოუწოდებთ ხალხს დაგიფოლოვერდნენ. მცირე შედეგი მოაქვს ამასაც.
ფეისბუქზე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბლოკის ალბათობა გაცილებით დიდია, ვიდრე ინსტაგრამზე. ამიტომ ახლად შექმნილი ექაუნთით პირველი ერთი კვირის განმავლობაში 30 ჯგუფზე მეტში არ გააგზავნოთ გაწევრიანების მოთხოვნა და არც დაპოსტოთ.
თუკი ინსტაგრამთან ერთად ფეისბუქსაც შექმნით, ძალიან მაგარ შედეგებს მიიღებთ, თუმცა რა თქმა უნდა მარტო ინსტაგრამითაც შეიძლება კარგ შედეგებზე გასვლა.
This post has been edited by gkaka on 24 Sep 2016, 16:12
“In three words I can sum up everything I've learned about life: it goes on.” - Robert Frost