მოკლედ გაუმარჯოს კარგ ხალხს, პირველ რიგში მიხარია რომ ცლკ-ს ყიდვა დავიკიდე და სკაილაინი ვიყიდე 2005იანი 4C შეფასებით 2500$ად და ძაან კმაყოფილი ვარ
მაგრამ ბენზინის დაჩიკი არი არეული, ანუ ხან მიჩვენებს არ გაქო ხან ნახევარ ბაკს აჩვენებს და ასე რა, ვერ ვიგებ ბენზინი რამდენზეა არეულია თამაშობს.
რისი ბრალი იქნება? ან სად რის მოხელესთან მივიყვანო? რა თანხებთანაა დაკავშირებული და ა.შ იქნებ დამეხმაროთ.
მადლობა უღრმესი და განმანათლეთ თორე მეორედ აღარ მინდა გავიშხლართო შუა ქუჩაში