გვეყო ამდენი ჩხუბისა და გინების მოსმენა, გადავერთოთ ცოტა პოზიტიურ და ნაკლებად სტრესულ ამბებზეც.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...thankhmeba.html

ყველაზე მაგარი სახელმძღვანელოები გვექნებაო, ბევრი ლამაზი ნახატით და უახლოესი ტექნოლოგიებითა და სტანდარტებით იქნება აკინძული-ვო! მაააშ... თანაც სულ რაღაც 18-19 მილიონ, თან ლარად... მაგ ფასში ამაზე უკეთესს რას გააკეთებს კაცი!

P.S. ფიზიკა იყო ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი საგანი სკოლაში. სულ არ მახსოვს როგორი სახელმძღვანელო გვქონდა, სამაგიეროდ მასწავლებელი გვყავდა უუუმაგრესი. ისეთი მასწავლებელი იყო, რომ ვისაც სწავლა საერთოდ ეზარებოდა ისიც სწავლობდა, ცალკე იმიტომ რომ რიდი ჰქონდათ, იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევები კარგად-ნაცნობი-მფრინავი-ობიექტები უცაბედად გამოფრინდებოდნენ ხოლმე მისი ტერიტორიიდან, ძირითადად ცარცი, და ცალკე კიდევ იმიტომ რომ ყველაფრის მიუხედავად არასოდეს ჰყოლია გარჩეული მოსწავლეები, ხუთოსნებსაც და ოროსნებსაც ერთნაირად ექცეოდა, თანაც ახსნის სტილიც რაღაცნაირი ჰქონდა, მოკლედ მაგის არც გაკვეთილი მახსოვს გაგვეცდინოს და არც ვინმეს ეთქვას რაიმე ცუდი, წლების მერეც რო გაგვიხსენებია ყველაზე დიდი სიყვარული ამ კაცის მიმართ გვქონია ყველას, ღმერთმა გაუმარჯოს.
P.P.S ვინმეს ხომ არ გეგულებათ სადმე ძველი ფიზიკის სახელმძღვანელო დასკანირებული სახით, ძალიან, ძალიან დამავალებთ თუ რამენაირად მომაძებნინებთ
ტიპებმა ქვეყნის მომავალი ლომბარდში ჩადეს ფული მოტეხეს და ვალდებულებებს ჩვენ გვიტოვებენ