მოკლედ ვეძებ საოჯახო,ტევად მანქანას,რომელსაც ცოტა უგზოობაზეც თამამად გადავიყვან. ამასთან ერთად თხევად გაზის ჩაყენებასაც ვაპირებ და ძრავსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
დიდი ფიქრის და ძებნის შემდეგ ამ 3 ვარიანტზე ჩამოვყალიბდი და მინდა თქვენც მირჩიოთ,რამდენად ოპტიმალური არჩევანია,ან რას დაამატებდით??
1. Toyota Fortuner 2008
+ ები : ტოიოტაა, მშვენიერი გამავლობა , მე-3 რიგის სავარძელი, გაზს მშვენივრად იტანს.
- ები : 2.7 ძრავი რამდენად ყოფნის?? ვერც ევროპიდან ვერც ამერიკიდან ჩამოიყვან. მარტო ადგილობრივ ბაზარზე უნდა ეძებო. იშვიათია.
2. Acura MDX 2012-13
+ ები : ძალიან კარგი 4x4 სისტემა, კომპორტული, მე-3 რიგის სავარძელი, ვიზუალურად მომწონს

-ები : საწვავის დიდი ხარჯი, არაპოპულარული და იშვიათი ჩვენს ბაზარზე, ნაწილების დეფიციტი, ტრანსმისია (თუმცა როგორც ვიცი 2007-ის მერე გამოასწორეს,თუ ვცდები??)
3. Subaru Outback 2012-13
+ ები : ამ ორზე ეკონომიური, ნაწილები იშოვება, კარგი გამავლობა.
- ები : ამ ორივეზე არაკომპორტული, იაფიანი სალონის მასალები, ვიზუალზე ცოტა არ მომწონს, მე-3 რიგის სავარძელი არ აქვს. ,, სტუკბარუ " -ს მეშინია
მე ძალიან მიყვარს იტალია — ღვთაებრივი ლაჟვარდის ქვეყანა... (c)გრიშა
,,ღმერთმაარიცისრატომ ჩემპიონები"- გერმანიის ფანი იტალიაზე.......
აზარმა მაქსიმუმ მძღნერში ფეხი ჩაკრას და ეგ კვალი დატოვოს (c)FinaLLe
Forza