"1) აკრძალულია სუბკონტრაქტორები. ანუ გზას აგებს მხოლოდ ის ფირმა რომელიმაც მოიგო ტენდერი. ანუ არ გამოვა ჯერ ტენდერი მოიგო და მერე რაიმე მიზეზით ან უმიზეზოთ სხვა იურიდიულ ან ფიზიკურ პირს (ფირმას) დაუკვეთო მისი დაგება.
2) გზები დაყოფილია 4 კლასად (კატეგორიებად). შესაბამისად თითოეულ კატეგორიას ენიჭება თავისი
გარანტია. თუ გზა რაიმე მიზეზით გაფუჭდება (არ აქვს მნიშვნელობა ობიექტურით თუ სუბიუექტურით) - ფირმა მას არემონტებს საკუთარი ხარჯებით (უსასყიდლოდ).
1. საფეხმავლე გზები პარკებში, სკვერებში, კორპუსების შიდა გზები. 5 წელი.
2. სოფლის გზები და სხვა ნაკლებად დატვირთული გზები. 7 წელი.
3. რეგიონული მნიშვნელობის გზები, ქალაქების შემაერთებელი გზები. 8 წელი.
4. ფედერალური, ძლიერდატვირთული გზები. 10 წელი.
3) ფირმებს გააჩნიათ კლასის დონე 1-დან 4-მდე, გზების კატეგორიების შესაბამისად.
გზების მშენებლობა და რემონტი არის საქმიანობა რომელიც ექვემდებარება ლიცენზირებას. ლიცენზიის მისაღებად ფირმას ბალანსზე უნდა ჰქონდეს მოწყობილობები (უშვალოდ მის საკუთრებაში არსებული და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში) და ამასთან ერთად გარკვეული ოდენობის პერსონალიც,
მათ შორის სპეციალური განათლებით, დიპლომებით. ყველა ფირმა იწყებს 1 კლასით, შესაბამისად ახალ ფირმებს უფლება აქვთ დააგონ გზები მხოლოდ პარკებში (1 კლასი). კლასის მომატება შესაძლებელია მხოლოდ
საგარანტიო დროის წარმატებით გავლის შემდეგ. კლასის მოსამატებლად ფირმამ უნდა დამატებით შეიძინოს მოწყობილობები და დაიქირაოს დამატებითი პერსონალი. თუ საგარანტიო პერიოდში გზა დაიშლება/დაზიანდება/გაფუჭდება - ფირმა ვალდებულია გაარემონტოს გზა საკუთარი სახსრებით (უსასყიდლოდ). ამასთან თუ გზა გაფუჭდება ფირმას საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ აღარ მოუმატებენ დონეს (სხვა პირობები რომც შეასრულოს) და პირიქით შეიძლება დააკლონ კიდეც, ან სულაც გაუუქმონ ლიცენზია და შეიყვანონ შავ სიაში (ფირმაც და ხელმძღვანელობაც). ფირმები უფრთხილდებიან ლიცენზიას და მიღწეულ კლასს (კატეგორიას) რამეთუ თუ უხარისხოდ გააკეთებენ - ისინი დაკარგავენ შეკვეთებს და შეიძლება ლიცენზიასაც კი. ძლიერი გზისმშენებელი ფირმები როგორც წესი არიან ხანდაზმულები 20-50 წელი. ტენდერში ძირითადი პრიორიტეტებია ფასი და გარანტია, ფირმას სახელმწიფო დაკვეთილი საგარანტიო დრო შეუძლია მხოლოდ გაზარდოს. ანუ მაგალითად 5 წლიანი გარანტია გაზარდოს 7 წლამდე.
მაგალითისთვის:
1 კლასი - 1 ასფალტის სატკეპნი მანქანა, 5 მუშა.
2 კლასი - 2 ასფალტის სატკეპნი მანქანა, გრეიდერი, სკრეიპერი, ასფალტის დამგები, სატვირთო, 15 მუშა.
3 კლასი - 3 ასფალტის სატკეპნი მანქანა, 2 ვიბრაციული კატოკი, გრეიდერი, სკრეიპერი, 2 ასფალტის დამგები, 2 სატვირთო, 30 მუშა.
4 კლასი - 5 ასფალტის სატკეპნი მანქანა, 4 ვიბრაციული კატოკი, 2 გრეიდერი, 2 სკრეიპერი, 4 ასფალტის დამგები, 4 სატვირთო, 60 მუშა.
ამასთანავე
1 კლასისთვის ლიცენზიის მისაღებად და ტენდერებში მონაწილეობისთვის გამოცდილების ქონა (წარმატებით დასრულებული საგარანტიო ვადა)
აუცილებელი არაა!1 დან 2 კლასის მისაღებად 5 წლიანი გამოცდილება (წარმატებით დასრულებული მინიმუმ ერთი 5 წლიანი საგარანტიო ვადა მაინც) აუცილებელია!
2 დან 3 კლასის მისაღებად 7 წლიანი გამოცდილება (წარმატებით დასრულებული მინიმუმ ერთი 7 წლიანი საგარანტიო ვადა მაინც) აუცილებელია!
3 დან 4 კლასის მისაღებად 8 წლიანი გამოცდილება (წარმატებით დასრულებული მინიმუმ ერთი 8 წლიანი საგარანტიო ვადა მაინც) აუცილებელია!
[[[***ანუ სულ თავიდან ლიცენზირების მსურველი ფირმები იწყებენ 0-იდან ... და ლიცენზირება ეხება მხოლოდ 1 კატეგორიის გზებს(გარანტიის გამოცდილება აუცილებელი არაა და მაგიტომ).
5 წლის შემდეგ ლიცენზირება ეხება უკვე 2 კატეგორიის გზებსაც (ანუ 2 კატეგორიის გზების დაგება ტენდერების აუცილებელი პირობა ხდება ლიცენზიის ქონა (არალიცენზირებული(2 კლასის ლიცენზიის არ მქონე) ფირმა ვეღარ იღებს მონაწილეობას ასეთ ტენდერებში)) იქნება რამდენიმე ფირმა რომელსაც ექნება პრეტენზია 2 კატეგორიის ლიცენზიაზე და გზების დაგებაზე დანარჩენები ისევ 1 საფეხურს დასჯერდებიან.
კიდევ 7 წლის შემდეგ უკვე 3 კატეფორიის გზებსაც ეხება ლიცენზირება.
და ბოლოს 8 წლის შემდეგ 4 კატეგორიის გზებსაც.
შესაბამისად ეტპობრივად და უმტკივნეულოდ გზის დამგები ფირმები ან იმარლებენ დონეს, აგებენ ხარისხიან გზებს და გარანტიით ან სჯერდებიან სესაბამის დონეს ან სულაც უვარდებათ ბიზნესი. 20 წლის შემდეგ კი 4-ივე კატეგორიასი იქნება ლიცენზირებული და პროფესიონალი ფირმები რომლებიც კონცენტრირებული იქნებიან თავიანთი ლიცენზიის შესაბამისი გზების ხარისხიანად დროულად და პროფესიონალურად დაგებაზე.***]]]
4) საზოგადოებრივი კონტროლი. გზის დაგებას თვალყურს ადევნებს 3 გარეშე დამკვირვებელი: ერთი ადგილობრივი თვითმმართველობიდან (კორპუსის თავჯდომარის ჩვენებური ვარიანტი), მეორე ადგილობრივი ავტომოყვარულთა კავშირიდან (საავტომობილო კლუბები იქ მსგავსი ორგანიზაციები ბევრია და თითქმის ყველა სოფელშია) , მესამე საგზაო პროფკავშირიდან (რაიონის ავტომფლობელთა კომიტეტის მსგავსი) თითოეულ წარმომადგენელს აქვს თავის პროტოკოლი და თუ თუნდაც 1 დამკვირვებელს დასაბუთებულად არ მოსწონს როგორაა დაგებული ასვალტი ან გარემონტებულია გზა ფირმა ვალდებულია ის მონაკვეთი ხელახლა გადააკეთოს საკუთარი ხარჯით.
5) გზები რემონტდება და იგება ზაფხულობით, ფირმები აკონტროლებენ ამინდის პროგნოზს. ასფალტის წვიმაში დაგებისთვის უუქმებენ ლიცენზიას.
6) ორმოების რემონტი (ე.წ "დალატკავება") თუ ასეთი საერთოდ ხდება - დაიშვება მხოლოდ გამონაკლისის და დროებითი და იძულებითი ზომის სახით. ამასთანავე ორმოების დამუშავება და ახალი ასვალტის გადაგება უნდა მოხდეს ერთ დღეში. ამასთანავე ორმოს კედლებს და ძირს ათბობენ სპეციალური გამათბობელით, რომ ახალი ასფალტი კარგად მიეკროს ძველს. რამდენიმე კვირის შემდეგ კი გზის ამ მონაკვეთს ახლიდან და სრულად არემონტებენ, ხსნიან რა ძველ ასვალტს ხრეშამდე და აგებენ ახალს. ძველი და ახალი გზის ბოლოებს აცხელებენ სპეციალური მოწყობილობებით პლასიკურ დონემდე და ისე აერთებენ რომ გადაბმის საზღვარი არ შეეტყოს.
7) რემონტის დროს გზას კეტავენ სრულად, ხოლო ავტომობილისტები იყენებენ შემოვლით გზებს. გადაკეტავენ მხოლოდ იმ მონაკვეთს რომელსაც აგებენ და მიდის მუდმივი მუშაობა სანამ არ დაასრულებენ არ ხდება უაზროდ დიდი მონაკვეთის გადაკეტვა და ტყუილა დატოვება." (с)
This post has been edited by OHO on 28 Sep 2016, 00:22
"ჯერ იყო "პრინუჟდენიე კ ვაინე", რათა მერე ყოფილიყო "პრინუჟდენიე კ მირუ". (c) crocodile
Птичка..... (c) http://www.youtube.com/watch?v=tP3ZaiZOjvs