#48901565 · 27 Sep 2016, 18:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნაცების ოპოზიციონერულ რიტორიკაში მუდმივად იკითხება სამი რამ:
1. გამოცდილებით ტრაბახი. 2. ნაძალადევი, მარკეტინგულად დააფდეითებული მობოდიშებები თავისი "გადაცდომებით", "შეცდომებზე სწავლებით" და "ახალი შემართებით". 3. და მთავარი _ ფარული, ზოგჯერ კი მაინც კარგად შესამჩნევი უკიდეგანო აგრესია იმ ხალხისადმი, ვინც მათ ძალაუფლება წაართვა.
ახლანდელი აგრესია შეიძლება ანარეკლიც ვერაა იმ ძველი ნაცური მანქანისა, მაგრამ არც ესაა ნაწყენზე დატოვებული უწყინარი გრძნობა... ეს აგრესია ძირითადად გადაატარეს საწყალ ქოცებზე და ამით მოცემულობაშივე უარყოფენ იმას, რომ ქოცების გარდა ისინი კიდევ ბევრ სხვა არაქოც ელექტორატს არ მოსწონდა და არ მოსწონს.
ანუ ისევ უარყოფა, რეალობისთვის თვალის არგასწორება და კვლავ გარკვეული ნაწილის გამარგინალება-გარიყვაა მათი მეთოდი. (მით უფრო განწირული და სასოწარკვეთილია მათი ეს სტრატეგია, რამდენადაც ქოცების დიდ ნაწილს წესით არც ჭირდება გამარგინალებაში წახმარება).
ნუ ხო ყველამ ვიცით ეს მუდმივი დაყვედრებები ქოცების მოსვლის პირველივე ხანებიდან რიტორიკით "ესენი გინდოდათ ხო? ეგაა თქვენი მოთრეული მთავრობა. ვინც 41 შემოხაზეთ თქვენი ხმა არ გავიგოთ"... და მისთანანი <3 ლიდერების გამოსვლები, მიხაილის მაყვედრებელი შემოთვლები ოდესიდან, იმ დღეს ვნახე კიდევ წინასაარჩევნოდ კოხტად გადაღებული ცინიკური ვიდეოები სერიიდან "მე მიყვარს ქოცები"... და კდიევ რამდენი რამ აქამდე თუ ამ წინასაარჩევნო პერიოდში...
რეალურადაც, ვისაც კი ვიცნობ ნაცებს, ყველას აქვს ეს რაღაც მედიდური განცდა (მედიდური ლაითი სიტყვაა, უფრო "ამპარტავნული"), რომ მათი სექტორი რაღაც ელიტარული კასტაა, რომლებიც სამოთხიდან შემთხვევით(!) გააძევეს და მუდმივად დაყვებათ იმის ლირიკა, თითქოს გაჯოჯოხეთებულ სამოთხესა შინა დაშთენლები ახლა მწარედ უნდა ნანობდნენ მათ არყოფნას!!! და მათ ამ პოზიციაში მუმივად იკვეთება რევანშის სურვილი და ჩუმი ნეტარება შეცდელების ტანჯვის გამო... არავითარი რეალური თანაგრძნობა თუ პატრიოტიზმის განცდა. აქაურ პოეტურ ნაცებშიც არის ეს მომენტი მეტ-ნაკლებად.
სხვა საკითხია რა დოზითაა მათ ამგვარ რიტორიკაში ისტორიული სიმართლე და რაში არიან მართლები, მაგაზე არ გვინდა დავა. შევხედოთ იმ რაკურსით, თუ რა განვითარებას მისცემს ეს ხალხი თავის თავს ამ განწყობით, მეორე შანსი რომ მიეცეთ. (მათგან დაჩაგრულმა, დაბოღმილმა, გაბოროტებულმა და უცებ ხელისუფლებაში მოსულმა სეგმენტმა როგორც გამოიყენა ეს შანსი, კი ვნახეთ).
რას ფიქრობთ, ეს ძალა ისევ რომ მოვიდეს, მართლა გამოასწორებენ რამეს?
--------------------
To become immortal and then die
|