კანონმდებლობის თანახმად, საგამოძიებო უწყებები პარლამენტის წევრს დაკითხვაზე იძულების წესით ვერ მიიყვანენ08:32 28-09-2016
კანონმდებლობის თანახმად, საგამოძიებო უწყებები პარლამენტის წევრს დაკითხვაზე იძულების წესით ვერ მიიყვანენ პირის დაკითხვაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში კანონმდებლობა გარკვეული სახის პროცედურებს ითვალისწინებს, თუმცა დღეის მდგომარეობით პარლამენტის დეპუტატს ამ პროცედურებისგან იმუნიტეტი იცავს. კანონმდებლობის თანახმად, საგამოძიებო უწყებები პარლამენტის წევრს დაკითხვაზე იძულების წესით ვერ მიიყვანენ. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის თებერვლიდან ძალაში ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შევიდა, არსებობს გარდამავალი დებულებები, რომელთა მიხედვითაც, სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას ძველი, 1998 წლის საპროცესო კოდექსით უნდა იხელმძღვანელონ.
ახალი საპროცესო კოდექსით პარლამენტის წევრს იმუნიტეტი არ იცავს, თუკი ის გამოკითხვაზეა დაბარებული, თუმცა ახალი კოდექსი ძალაში 2017 წლის 1-ელი იანვრიდან შედის. 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, რომელიც 315-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებასაც ეხება, საგამოძებო უწყებას, რომელსაც პირი მოწმის სახით ჰყავს დაბარებული, უფლება აქვს თუკი მოწმე დაკითხვაზე არ გამოცხადდა, სასამართლოს მიმართოს და პირის საგამოძიებო უწყებაში იძულების წესით მიყვანა მოითხოვოს. თუმცა ამავე წლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, აგრეთვე დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების იძულებით მიყვანა დაუშვებელია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ, 18.00 საათზე დაკითხვაზე იყვნენ დაბარებული, თუმცა, არ გამოცხადდნენ. მათ სუს-ს თხოვნით მიმართეს, რომ მათი წარმომადგენლების დასაკითხად პარტიის ოფისში თავად მივიდნენ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...-miiyvanen.htmlნაბოზრები
This post has been edited by kvacaraxa on 28 Sep 2016, 09:46