გამარჯობათ
მანქანის შეძენა მინდა ავტოლიზინგის დახმარებით და თუ ვინმეს გქონიათ შეხება, რომელიმე კომპანიასთან(მოგო(mogo.ge); კავკასიის ავტოიმპორტი(cai.ge) ან რაიმე სხვა), რამდენად კმაყოფილი დარჩით მომსახურებით, დათქმული ვადებით და სხვ. და სხვ? საპროცენტო განაკვეთი, ამ შემთხვევაში, მეორეხარისხოვანია. უფრო ის მაღელვებს, რომ ავტომობილი კარგად იყოს შერჩეული,რაიმე ხარვეზებით არ ჩამოვიდეს და სარეკლამო ბანერების 1-2 თვე 1 წელიწადში არ გადაიზარდოს.
მოკლედ თუ ვინმეს გისარგებლიათ ავტოლიზინგით, გთხოვთ, გამომეხმაუროთ, რა და როგორ.
იმედია სწორ თემაში დავპოსტე