#48903608 · 27 Sep 2016, 22:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერიჰაა, პალიკო კუბლაშვილი და გოგა ხაჩიძე გირჩიდანაც მიდიან და პოლიტიკიდანაც? 16-05-15 19:48:29 | Print ერიჰაა, პალიკო კუბლაშვილი და გოგა ხაჩიძე გირჩიდანაც მიდიან და პოლიტიკიდანაც? როგორც კონფიდენციალურმა წყარომ გვაცნობა, "ნაცმოძრაობის" წყალი პოლიტიკურ ორგანიზაცია "გირჩსაც" გადაესხა და რღვევის პროცესი სულ მალე ამ ორგანიზაციაშიც დაიწყება.
წყაროს მტკიცებით, მას აქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ახლო მომავალში, არაუგვიანეს ერთი კვირისა, "გირჩს" აუცილებლად დატოვებენ პალიკო კუბლაშვილი და გოგა ხაჩიძე, რითაც "გირჩის" ბირთვი, ფაქტობრივად, დაიშლება და მარტო დარჩენილ მთავარ გირჩელს, ზურაბ ჯაფარიძეს, ახალი "კურკების" მოძიება მოუწევს, რომ "გირჩმა" გირჩის ფორმა და შინაარსი როგორმე შეინარჩუნოს.
როგორც წყარომ გვითხრა, პავლე კუბლაშვილი და გოგა ხაჩიძე არამარტო "გირჩიდან" არამედ საერთოდ მიდიან პოლიტიკიდან და, სავარაუდოდ, ბიზნესში გადაინაცვლებენ. ისეთი რა თვალი ეცათ ამ "ნაცმოძრაობას" და მის განაყოფ პარტიულ გირჩებს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაშლა-დაქუცმაცების სენი შეეყარათ?
ასეა თუ ისეა, როგორც ჩანს, "ნაცმოძრაობა" სულ ტყუილად ეკაჩავება "ქართულ ოცნებას", რომელიც მშვიდად ადევნებს თვალს მის მამლაყინწურ გამოხდომებს. ამასობაში კი "ნაცმოძრაობას" გირჩები ცვივა და ცვივა. ასე თუ გაგრძელდა, "ნაცმოძრაობისგან" მალე ოდესის ბულვარზე გადარგული ერთი ფოთოლშემოცლილი და გირჩებდაცვენილი პიტალო ხეღა დარჩება, სახელად მიშა...
ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა...
გიორგი გამეზარდაშვილი
"საერთო გაზეთი"
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!.. ,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
|