#48904124 · 27 Sep 2016, 23:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1989 წლის ნოემბერში გუმბარიძის მიერ მიცემული 50 ავტობუსით ცხინვალში პროვოკაციული მსვლელობისათვის ზვიად გამსახურდია გაირიცხა ეროვნული მოძრაობიდან. ამის შემდეგ არ გასულა დიდი დრო და იგი ქართველი ხალხის მნიშვნელოვანმა ნაწილმა პრეზიდენტად აირჩია ვითომდა როგორც ეროვნული მოძრაობის ერთადერთი ლიდერი. ამას რაც მოჰყვა კარგად გახსოვთ.
ქართველ ერს არ ჰყოლია ედუარდ შევარდნაძეზე უფრო დიდი მოღალატე. ხოა პრაქტიკულად იგივე ხალხმა ვინც გამსახურდია აირჩია, ეს სიბრიყვე გაათმაგებულად გაიმეორა და "მშველი ბაბუ" შევარდნაძე აირჩია პრეზიდენტად.
როცა ბაბუმ თავისი დრო მოჭამა, მერე მისი ვარდოსანი მემკვიდრე მიშა აირჩია პრეზიდენტად.
2012 წელს ცოცხების პირით დააქლიავეს ხალხი და პარლამენტში ისევ მარტო ნაცნობი და ოცები დარჩნენ. ვერცერთი სხვა პარტია ვეღარ მოხვდა პარლამენტში.
ახლა რა ხდება? ნაცნების მატარებელი უკვე წასულია. ეგებ ვეღარც არჩევნებს მოიგებენ და არც მაედენის ტაკუნები არა აქვთ. რატომ ატყდა ასეთი ალიაქოთი? ვის წისქვილზე ასხამს წყალს ეს პიარი?
პარლამეტი წამოგისკუპდებათ ირმა ინაშვილი თავისი აპატრიოტთა ალიანსით და რა თქმა უნდა ისევ ოცნება.
მოკლედ შენ დაუკა რა....
რაც გინდათ ის გიქნიათ და აპატრიოტთა ალიანსს ნუ მისცემთ ხმას. ამდენ სიბრიყვეს ეს წელში გაწყვეტილი საქართველო უკვე ვეღარ გაუძლებს.
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|