#48980323 · 7 Oct 2016, 20:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სპეცოპერაცია გლდანში - მოსახლეობა ირწმუნება, რომ ნაციონალების შტაბ-ბინიდან ამოღებულია დიდძალი იარაღი
ამ წუთებში გლდანში, ქერჩის N22, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. დევნილთა საერთო საცხოვრებელში, რომლის ნაწილიც უშიშროების ყოფილი თანამშრომლების საკუთრებაშია, სპეცოპერაცია ჩატარდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატადა, ამოღებულია დიდძალი იარაღი, ასევე, დაუზუსტებელი ინფორმაციით დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, იმ ადგილას, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა „ნაციოცნალური მოძრაობის“ შტაბი იყო განთავსებული. for.ge-სთან საუბრისას ადგილობრივი მაცხოვრებელი ამბობს, რომ ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფება, გადაკეტილია ადგილზე მისასვლელი გზა.
„ამბობენ, რომ მე-5 სართულიდან ამოღებულია იარაღის არსენალი, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. ზუსტად თუ რა ხდება, არ ვიცით, მაგრამ ამბობენ, რომ თითქოსდა ტერორისტული აქტი იგეგმებოდა, ითქვა ისიც, რომ დაკავებულები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან კავშირში“, - ამბობს ადგილობრივი მოსახლე, რომელიც სახლში მისვლისას სპეცრაზმმა გაჩხრიკა.
|