რა კავშირშია ლაშა ნაცვლიშვილი და ზვიად ჯანყარაშვილი ხარძიანის მკვლელობასთან
20:45 2015-03-28
"მათ დარჩათ გავლენები და ნათესავი საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე"- ირაკლი კორძაია
გარდაცვლილი ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის მეგობრის ირაკლი კორძაიას განცხადებით, ბესიკ ხარძიანისთვის წართმეული ბიზნესის დაბრუნებას „ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებიც სპეციალურად აფერხებდნენ, ამასთანავე კორძაიას შეფასებით, მნიშვნელოვანი საფუძველი გააჩნია ოჯახის ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ მკვლელობასთან კავშირი გია უდესიანს აქვს :
„პირადი მტრები ბესიკ ხარძიანს არ ყოლია, ერთადერთი მტერი იყო გიორგი უდესიანი . უდესიანსა და ხარძიანს შორის მიმდინარე სამართლებრივი დავა არ იყო სტანდარტული დავა რადგან არ შეიძლება სტანდარტულად ჩაითვალოს დავა მწამებელსა და მსხვერპლს შორის.“- განაცხადა კორძაიამ.
კორძაიას თქმით ხარძიანის ციხიდან გამოსვლოის შემდეგ, მისთვის ქონების სამართლებრივად დაბრუნებას „ქართული ოცნების“ ყოფილი მარალჩინოსნები შეგნებულად აფერხებდნენ:
„უდესიანის გვარის გარდა ამ საქმეში მართალია ფარულად მაგრამ გამოჩნდა სხვა გვარებიც, ეს გვარებია ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ხელოვნურად აყოვნებდა ამ პროცესს, ეს არის ბატონი ჯანყარაშვილი რომელსაც აქვს პირდაპირი ბიზნესინტერესები უდესიანთან,“ კორძაიას თქმით სწორედ ეს ადამიანები იყვნენ ავტორები იმ დაბრკოლებების, რომელიც ხარძიანს ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით ექმნებოდა.
კორძაიას თქმით, მიუხედავად იმისა რომ ნაცვლიშვილი და ჯანყარაშვილი ამ მომენტისთვის თანამდებობებზე არ არიან, მათ გარკვეული გავლენა მაინც აქვთ თავის ყოფილ უწყებებზე.
"მათ დარჩათ გავლენები და ნათესავი საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე"- აღნიშნა კორძაიამ.
http://newposts.ge/?l=G&id=70139-%E1%83%9C...%83%9A%E1%83%98,