„ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის წევრი ედვარდ ჩარქანდიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრ ვართანუშ ადამიანს ცემაში ადანაშაულებს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლევან ბაღაშვილმა განაცხადა, გუშინ, სოფელ ხორნაბუჯში „ქართული ოცნების“ წევრმა ედვარდ ჩარქანდიანი მათ აქტივისტზე, 25 წლის ვართანუშ ადამიანზე დასარტყმელად გაიწია. კონფლიქტის დროს ჩარქანდიანს მაისური დაეხა, რის შემდეგაც პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ ცემეს.
„ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია, 25 წლის გოგონა, მარტოხელა დედაა. კამათი მოუვიდა „ქართული ოცნების“ წევრ ბიჭთან, რომელსაც ეგონა, რომ ამ გოგონამ მათი საარჩევნო პლაკატი ჩამოხია. ამას მოყვა დაპირისპირება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ჩვენს აქტივისტს აგრესიული ტონით მიმართა, აგინებდა და დასარტყმელად გაიწია, გოგონამ თავის დაცვის მიზნით ხელი მოკიდა, რა დროსაც ჩარქანდიანს მაისური შემოეხა. პოლიციაში იჩივლა, გოგონამ მცემაო, მათაც გამოძიება ცემის მუხლით დაიწყეს“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლევან ბაღაშვილმა.
მისივე თქმით, სიღნაღის პოლიციამ გოგონა გუშინ მოწმის სახით დაიბარა, შემდეგ კი ცემის მუხლით ბრალი წაუყენა. სიღნაღის რაიონულ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა დღეს გაიმართება.
http://ick.ge/rubrics/politics/30994-i.html

რამ გაგამწარატ ახალგაზრდა ხალხი?
განა ისეთი რა უინტერესო ცხოვრება აქვს ამ ნაცგოგოშკას რომ ასეთი აგრესიული პარტიული მონაა