საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციები იწყებამაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა ონკოჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრს, სისხლის ბანკს, სხივური თერაპიის ახალ და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკის დეპარტამენტებს აერთიანებს. კლინიკის ბაზაზე ასევე ამოქმედდა პედიატრიული განყოფილება, ბავშვთა რეანიმაციითა და ბავშვთა ონკოჰემატოლოგიის სამსახურებით.
მთავრობის მეთაურმა, კლინიკის ხელმძღვანელთან, პროფესორ გოჩა ინგოროყვასთან ერთად, კლინიკა დაათვალიერა და მოისმინა ინფორმაცია იმ თანამედროვე აპარატურის შესაძლებლობების შესახებ, რომლითაც ცენტრი აღიჭურვა.
„მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში ვნახეთ თანამედროვე აპარატურა, რომელიც ბოლო სიტყვაა ამ მიმართულებით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგად, სტაბილური დაფინანსებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა ასეთი დონის აპარატურის შეძენა. ისრაელთან ერთად, მიმდინარეობს ექიმთა გადამზადების ერთობლივი პროგრამები და ერთობლივად ტარდება ისეთი ოპერაციები, რომლებსაც ადრე საქართველოში არ ატარებდნენ. მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია იწყება. ყველა შესაბამისი პირობა ამ კლინიკაში შექმნილია, რაც ძალიან მისასალმებელია, რადგან ჩვენ ხშირად გვიწევდა პაციენტების უცხოეთში გაგზავნა. ამ შემთხვევაში, ჩვენ აღარ მოგვიწევს გაგზავნა და ოპერაციები შესრულდება ქართველი მედიკოსების მიერ, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ახალი სამსახურების გახსნის შედეგად, დამატებით 110 ადამიანი დასაქმდა.http://2030.news/?newsid=15052
This post has been edited by lamazi gogo on 28 Sep 2016, 16:43