theodousპროფები არიან, ადვილი გაგულავება არ გელის.
რა შეიძლება გირჩიო, რავი. შეეცადე იმ ტონით არ ილაპარაკო, როგორც ამ ფორუმზე საუბრობ ხოლმე დამსაქმებლებზე.
დაჯექი ეხლა და მაქსიმალური ინფორმაცია მოიძიე მაგ კომპანიაზე, რას აკეთებენ, რა პროქტები და სერვისები აქვთ, ბაზარზე რას წარმოადგენენ, ა.შ.. ჩვენს შესახებ რა იცი და რატო გინდა აქ მუშაობაო, სტანდარტული შეკითხვებია და გკითხავენ.
აუცილებლად გკითხავენ CV-ში gap-ებზე, ანუ რატო გაქ სამსახურებს შორის ამდენი გაცდენილი დრო. დავიკიდე და წამოვედიო არ უთხრა, შეეცადე "გააპრავო" იმით, რომ სწავლობდი, ან რამე მსგავსი. რამე სერიოზული მიზეზები. სამსახურიდან რატომ წამოხვედი, არგუმენტირებული პასუხი უნდა გქონდეს ყველაზე. არ მოიხსენიო ყოფილი უფროსები და კოლეგები უარყოფით კონტექსტში.
CV-ში რაც გიწერია თანამდებობები, იმის მიხედვით სათითაოდ გკითხავენ რა მოვალეობები გქონდა და მოემზადე. რასაც არ აკეთებდი არ უთხრა სიაფანდობები, თორემ შეიძლება ჩაგეკითხონ და მიხვდნენ რომ ბოლაობ. ჩესტნად უთხარი რასაც აკეთებდი.
რატომ არ მუშაობ ბოლო რამდენიმე წელია, მაგაზეც მოიფიქრე არგუმენტირებული პასუხი. რამდენიმე წელია ვეძებ და ვერ ვიშოვეო არ თქვა. ჯობია თქვა ფრილანსერობდი, ან სწავლობდი, ან რამე სერიოზული მიზეზი აქაც.
ზოგადად თავი ისე წარმოაჩინე, რომ მოტივირებული, სწავლაზე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული კადრი ხარ. ეგეთები ევასებათ მანდ

წარმატებები.
This post has been edited by JohnMcCain on 20 Oct 2016, 20:52