სიღნაღში ჩეხი ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137–ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. ჩეხი ტურისტის თქმით, ის, ღამით, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთ საოჯახო სასტუმროში გააუპატიურეს, სადაც ღამის გასათევად დაბინავდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, ახალგაზრდა გოგონამ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზზე, 21 ივნისს, ღამით, 03:11 საათზე დარეკა და განაცხადა, რომ გააუპატიურეს. გამოძახების ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების და პოლიციის რაიონული განყოფილების წარმომადგენლები მივიდნენ. ექიმებმა გოგონა წნორში, „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრშიც დაუდასტურეს და წნორის კლინიკაშიც. სამედიცინო ცენტრის დირექტორის ოთარ რუაძის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და პოლიციელებმა ის ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია. საქმეს სიღნაღის პოლიცია იძიებს. დანაშაული სასჯელის სახით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, 2016 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სიღნაღში ტურისტების რაოდენობა 50%–ით არის გაზრდილი.
სიღნაღის სასტუმროებში ერთი სტანდარტული ნომრის ღირებულება 80 ლარიდან იწყება და კომფორტის მიხედვით, 400 დოლარს აღწევს. საოჯახო სასტუმროებში კი ღამის გათევა 40 ლარიდან 120 ლარამდე ღირს, რაშიც საუზმეც შედის.
http://www.ick.ge/articles/28791-i.htmlქალი უნდოდა ჯო რა ექნა აბა
საზოგადოება ვითარდება და ბნელობიდან გამოდის ზუსტად ისეთ პირობებში, როგორიც ჩვენ გვაქვს 2012 წლიდან.
(C) Augusto Pinochet