მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის მუხლი გაუქმდა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უზენაესი სასამართლოს წარდგინებებზე გადაწყვეტილებები გამოაცხადა.
სასამართლომ დაადგინა, რომ მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის პირს აღარ უნდა შეეფარდოს პატიმრობა.
კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის შინაარსი, რომელიც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისთვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ისეთის პირის მიმართ, რომელსაც ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი შეფარდებული აქვს ან ნასამართლევია.
საკონსტიტუციო სასამართლო დაეყრდნო 2015 წელის 24 ოქტომბერის გადაწყვეტილებას, ბექა წიქარიშვილის სარჩელზე, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ არაკონსტიტუციურია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამომშარალი მარიხუანას 70 გრამამდე შესყიდვისა და მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთას გულისხმობდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა საკონსტიტუციო სასამარათლოს ვებგვერდზე განჩინების გამოქვეყნებისთანავე.
http://2030.news/index.php?newsid=15215საინტერესოა ძალიან და არჩევნების წინ აუქმებენ ხოლმე არაკონსტიტუციურ კანონებს.