| #48914607 · 29 Sep 2016, 12:27  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
  კი არ გაგვაგდს ჩვენით წავედითო.. 
 
 ბურჭულაძის ბლოკიდან ჩვენს გაშვებაზე საუბარი არანაირად არ ყოფილა. ბურჭულაძის ბლოკი ჩვენ დავტოვეთ და არავის არსად არ გავუშვივართ, - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა 2030-ში.
 
 “ეს ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო, რომელიც იქვე, ადგილზე მივიღე. ბურჭულაძემ კონკრეტული ულტიმატუმი წამიყენა. ერთ საათში რაღაც პრობლემა უნდა მომეგვარებინა, რომელიც როგორც მერე გაირკვა, ფინანსებთან იყო დაკავშირებული. თუ ვერ მოვაგვარებდი, ის აპირებდა, სიიდან კონკრეტული ადამიანები ამოეღო. ბურჭულაძე სიაში „გირჩის“ წევრების დატოვების სანაცვლოდ 4 მილიონ ლარს ითხოვდა. ამ შეხვედრას 30-მდე ადამიანი ესწრებოდა”, - განაცხადა ჯაფარიძემ.
 
 მისი თქმით, არჩევნების შემდეგ ბურჭულაძე ქართული პოლიტიკიდან გაქრება და შესაძლოა, ფულთან ერთად ქვეყნიდანაც გაქრეს.
 
 “მაღალი ალბათობით, ბურჭულაძეს ეს თანხა თავისთვის უნდოდა და არა ბლოკისთვის. ამ ბლოკს ქვეყნის მასშტაბით ათი ათასობით კოორდინატორი ჰყავს, რომლებსაც ხელფასებს არ აძლევენ. ჟარგონზე რომ ვთქვათ, ბურჭულაძე ფულს თავს მოუყრის, ჯიბეში ჩაიდებს, კოორდინატორებს გადააგდებს და წავა. არჩევნების შემდეგ ბურჭულაძე ქართული პოლიტიკიდან გაქრება და შესაძლოა, ფულთან ერთად ქვეყნიდანაც გაქრეს”, - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა.
 
 როგორც მან აღნიშნა, ბურჭულაძე ტყუილებში გაიბლანდა, რადგან  რეალური მიზეზის დასახელება არ უნდა.
 
 “ბურჭულაძე გუშინ ყვებოდა, რომ „გირჩი“ ივანიშვილისგან ფინანსდება, მერე ამბობდა, რომ პალიკო კუბლაშვილმა მას ივანიშვილთან კონტაქტების შესახებ უთხრა, დღეს კი, რამდენადაც ვიცი, უარყო და თქვა, რომ ეს არა კუბლაშვილი, არამედ სხვა ადამიანი იყო. ეს ყველაფერი, თავიდან ბოლომდე ბოდვაა. ბურჭულაძე რაღაცებს მიედ-მოედო და ტყუილებში გაიბლანდა, რადგან  რეალური მიზეზის დასახელება არ უნდა. არ არსებობს არანაირი სქემა და არ არსებობს ადამიანი, რომელიც მასთან მივიდოდა და ეტყოდა, რომ ეს ივანიშვილთან დაკავშირებული პროექტია. ბურჭულაძემ არ იცის, თავისი ტყუილები როგორ გაამართლოს და რაღაც ზღაპრებს ყვება”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
 
 
 
 
 
 --------------------
 
 https://www.facebook.com/Feedatleastonechild/
 ქალაქში ჩართული ვიბრატორი რომ ააგდო, ისეთი სიმჭიდროვეა, მშენებლობა კი არა დაცემისას 10 კაცი შემოეტყვნება@ozzy_ka10
 |