გამარჯობა. მოკლედ, ჩემს პიპიას გაუჩნდა ბზარი საქარე მინაზე, არ მივაქციე ყურადღება და გაიჯეჯილა მთელ სიგრძეზე. ჩავიდა ერთი ბოლოდან მეორეში.

მაგას ვეღაფერს ვუზამდი, მაგრამ ახლა მეორე ბზარიც გაუჩნდა, ის ჯერ პატარაა და იქნებ მირჩიოთ თუ შეიძლება და სად უნდა გავაკეთებინო ეგ? ბზარი რო აღარ გაგრძელდეს და თან იქნებ ამოავსონ/შეაწებონ თუ რაც ქვია რა ვიცი ... ჰეეეელფ
თან გოგო ვარ და ხელოსნების ამბავი კი იცით, ქალი რო ვარ და ნაკლებად ვერკვევი ამგვარ რამეებში არ მინდა მოტყუებული დავრჩე ან უხარისხოდ გამიკეთონ. დიდი მადლობა წინასწარ
ადმინ, ვეძებე, მაგრამ მსგავსი თემა ვერ ვიპოვე და თუ რამე გადამამისამართეთ. მადლობა