somnambuli
Buta

      
ჯგუფი: Members
წერილები: 11847
წევრი No.: 73009
რეგისტრ.: 31-October 08
|
#13029800 · 20 Mar 2009, 19:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მამა-ჯეMალი ეს პოსტი წაკითხული გაქვს? სექსი ეს არ არის თქვენი ქმნილება. ეს ღმერთის საჩუქარია.
ეს სიხარულია! ეს ღვთაებრივი საჩუქარია,ტკბობა და დღესასწაული. ეს დიად დღესასწაულში მონაწილეობაა,რომელსაც არსებობა წარმოადგენს.
ვინ გითხრათ თქვენ,რომ სექსი არის ჭუჭყიანი? მთელი სიცოცხლე სექსის წყალობით არსებობს,მთელი სიცოცხლე მისგან იზრდება.
რა მშვენიერია ყვავილი – დაკვირვებიხართ? ესეც სექსუალურია. ჩიტი,რომელიც მღერის დილით განდეგილის საცხოვრებლის მახლობლად,მშვენიერია,მაგრამ გიფიქრიათ იმაზე,რომ ეს,მისი სიმღერა,სექსუალური მოპატიჟებაა? ის ეპატიჟება პარტნიორს,ეძებს პარტნიორს,საყვარელს.ყველგან სადაც არის სილამაზე,არის სექსი.
არაფერია ცოდვა სუფთა,უბრალო სექსში. ეს ბუნებრივია. არ არის საჭიროება დამალო იგი, მშვენიერი სიტყვა “სიყვარულის” მიღმა,არ არის საჭირო შექმნა მის გარშემო რომანტიული ბურუსი.
ეს უნდა იყოს სუფთა ფენომენი: ორნი ამ მომენტში გრძნობენ,რომ მათ სურთ უფრო ღრმა დონეზე შეერთდნენ;აი ყველაფერი. არავითარი მოვალეობა,არავითარი ვალი,არავითარი ვალდებულება მასში. სექსი უნდა იყოს სავსე თამაშითა და ლოცვით.
ჩემი მიდგომა არც ამქვეყნიურია და არც იმქვეყნიური. ჩემი მიდგომა ეს არის არა უარი რაღაცის მიმართ,არამედ მისი გამოყენება. რაც არ უნდა გქონდეს მოცემული,ეს ძვირვაფია – ასეთია ჩემი გაგება.ეს ასე,რომ არ იყოს,არსებობა შენ ამას არ მოგცემდა.
მე გასწავლით,თუ როგორ შეხვიდეთ ღრმად სიყვარულში. მე აგრეთვე გასწავლით, როგორ წახვიდეთ ღრმად სექსში. იმიტომ რომ ეს ერთადერთი გზაა,გამყვანი საზღვრებს მიღმა. ხალხი მიეჩვია: ისინი ფიქრობენ,რომ რელიგიური ადამიანები უნდა იყვნენ სექსის წინააღმდეგ, ხოლო ისინი, ვინც სექსის წინააღმდეგნი არ არიან,განა შეუძლიათ იყვნენ რეგილიურები? ეს გახდა დაწესებული კატეგორიები.მე ვანგრევ ამ კატეგორიებს; და არ ვითვალისწინებ,რომ მსოფლიო მყის უარს იტყვის თავის გონების მყარ შაბლონებზე. ამიტომ მე არ ველი,რომ ისინი აგრეთვე გამიგებენ.როდესაც ისინი ვერ მიგებენ,მე აბსოლუტურად მესმის მათი გაუგებრობა. დასჭირდება წლები და ასწლეულები,რომ მათ გამიგონ,მაგრამ ეს ყოველთვის ხდება.
თვით მეოცე საუკუნეში ხალხი ცხოვრობს მთლიან უცოდინარობაში სექსთან დაკავშირებით; ისინიც კი, რომლებზედაც თქვენ ფიქრობთ,რომ უნდა იცოდნენ უკეთესად.
თქვენმა ექიმმაც კი სინამდვილეში არ იცის რა არის სექსი,არ იცის მისი მრავალწახნაგოვნება. მან უნდა იცოდეს,მაგრამ ექიმებიც კი ძალიან ცრუმორწმუნეობით ცხოვრობენ. ისინიც იცნობენ ზოგიერთ საკითხებს ბაზრიდან. არც ერთ სამედიცინო კოლეჯში სექსი არ ისწავლება როგორც ცალკე საგანი. ასეთი უსაზღვრო, ძლიერი საგანი და ჯერ არ ისწავლება. დიახ,სექსის ფიზიოლოგია ცნობილია ექმიებისაგან,მაგრამ ფიზიოლოგია ჯერ არ არის ყველაფერი. არსებობს უფრო ღრმა ფენები: არსებობს ფსიქოლოგია,არსებობს სულიერება,ასრებობს სექსის ფსიქოლოგია და სექსის სულიერება. ფიზიოლოგია – ეს მხოლოდ გარეგანი მხარეა.
სიტყვა “სექსი” ძალიან მშვენიერია. საწყისი ფესვი სიტყვა “სექსისა” ნიშნავს გაყოფას. – სექსი ნიშნავს დაყოფას. თუ თქვენ გაყოფილი ხართ შიგნით, მაშინ იქნება სექსი. რა ხდება მაშინ,როდესაც თქვენ ოცნებობთ კაცზე ან ქალზე? ერთი თქვენი ნაწილი ისწრაფვის შეხვდეს მეორე ნაწილს,თქვენ კი ცდილობთ შეხვდეთ სხვას გარედან. თქვენ შეგიძლიათ შეხვდეთ ერთი წამით,მაგრამ თქვენ კვლავ მარტოხელა იქნებით,იმიტომ რომ გარეგანი შეხვედრა არ შეიძლება იყოს მარადიული. სექსი გარდაუვლად წარმავალი იქნება,იმიტომ, რომ სხვა არის სხვა. თუ თქვენ ხვდებით თქვენს შინაგან ქალს,ან შინაგან კაცს,მაშინ შეხვედრა შეიძლება იყოს მარადიული; და როდესაც ყველა დაყოფა ქრება,ეს შეხვედრა ხდება. ეს არის ალქიმიური ტრანსფორმაცია: თქვენი ქალი და თქვენი კაცი ხვდებიან შინაგანად და თქვენ ხდებით ერთიანი. როდესაც ხართ მთლიანი,გექნებათ სიყვარული.
მთელი ჩემი ძალისხმევა აქ მიმართულია იქით,რომ თქვენ სექსი მოგწყინდეთ. იმიტომ,რომ თუ სექსმა მოგაბეზრათ თავი,მაშინ და მხოლოდ მაშინ იწყებთ ღმერთით დაინტერესებას. არასოდეს სხვაგვარად. ჩახშობილი ადამიანი რჩება სექსით დაინტერესებული, აი , რატომ ვარ მე ჩახშობის წინააღმდეგი. თქვენ გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს არის ჩემი ლოგიკა,ეს არის ჩემი მათემატიკა. ჩახშობილი ადამიანი დაინტერესებული რჩება სექსით,იგი შებყრობილია სექსით,ამიტომ ვამბობ მე გქონდეთ სექსი,რაც შეიძლება გქონდეთ და მალე თქვენ დაამთავრებთ მას. როდესაც თქვენ დაასრულებთ მას და სექსი დაკარგავს მთელ თავის მნიშვნელობას,ეს იქნება დიადი დღე, დიადი მომენტი თქვენს ცხოვრებაში.
თქვენ შეგიძლიათ არ იყოთ სხეული, მაგრამ თქვენ მასში ცხოვრობდეთ, სხეულს კი გააჩნია თავისი მოთხოვნილებანი, რომელთა დაკმაყოფილებაც გიხდებათ. და თუ თქვენ უნდა გაიზარდოთ, როგორც ტოტალური ერთიანობა, მაშინ ყველაფერი მიღებული უნდა იყოს, არაფერი არ უნდა იქნეს უარყოფილი. რა თქმა უნდა ყველაფერი უმაღლესი ჰარმონიისათვის უნდა იქნეს გამოყენებული.
სექსი უნდა იყოს მიღებული,გამოყენებული და დატოვებული უკან,არა უარყოფილი – დატოვებული უკან.
მაშინ რაღა უნდა გააკეთოთ? იცოდეთ სექსი! იმოძრავეთ მასში ცნობიერად! ესაა საიდუმლოება,რომ გახსნა ახალი კარი.
99%-მა იცის სექსი მხოლოდ როგორც შვება,მათ არ იციან მისი ორგაზმული ხარისხი. ისინი კიდევაც ფიქრობენ,რომ აქვთ ორგაზმი,ეს არ არის ორგაზმი – ეს უბრალოდ სქესობრივი შვებაა. ორგაზმს არ გააჩნია არავითარი საერთო სასქესო ორგანოებთან,როგორც ასეთებთან. სასქესო ორგანოები ჩართულია მასში,მაგრამ ორგაზმი ტოტალურია – თავიდან ფეხის თითებამდე,ის მთელს სხეულშია.
ეაკულაცია – ეს არ არის ორგაზმი. ეს ძლიერ შეზღუდული შვებაა, სექსუალური შვება – ეს არ არის ორგაზმი. შვება – ეს უარყოფითი მოვლენაა,თქვენ უბრალოდ კარგავთ ენერგიას.ორგაზმი კი აბსოლუტურად სხვა საგანია.
რა არის ორგაზმი? ორგაზმი – ეს არის მდგომარეობა,როდესაც თქვენი სხეული,მეტად აღარ შეიგრძნობა მატერიალურად. ის ვიბრირებს,როგორც ენერგია,ელექტრობა. ის ვიბრირებს საძირკვლამდე ისე ღრმად,რომ თქვენ მთლიანად ივიწყებთ,რომ ის მატერიალურია. ის ხდება ელექტრულ მოვლენად. ახლა ფიზიკოსები ამბობენ,რომ მატერია არა არსებობს და მატერია – ეს მხოლოდ მოჩვენებითია.უფრო მეტი,ყველაფერი რაც არსებობს არის ელექრობა და არა მატერია. ორგაზმში თქვენ მიდიხართ იმ ღრმა ფენამდე თქვენი სხეულისა,სადაც მატერია უკვე აღარ არსებობს,არის მხოლოდ ენერგეტიკული ტალღები.თქვენ ხდებით მოცეკვავე ენერგია,ვიბრაცია.თქვენთვის არავითარი საზღვრები აღარ არსებობს – პულსაცია და მეტად არა სუბსტანციურობა; და თქვენი შეყვარებულიც პულსირებს.
ამაშია სექსუალური ორგაზმის არსი – თქვენი გაყინული ენერგია ლღვება,ხდება ერთიანი სამყაროსთან,ხეებთან და ვარსკვლავებთან,ქალებთან,კაცებთან,ქვებთან – ერთი წამით,რასაკვირველია. მაგრამ ამ მომენტში თქვენ ფლობთ ცნობიერების ხარისხს,რომელიც არის რელიგიურობა,ის წმინდაა,იმიტომ რომ ის მოდის მთლიანიდან.
სექსუალური ორგაზმი მოითხოვს დროს – რაც უფრო ხანგრძლივია,მით უკეთესი,რადგან მაშინ ის მიდის ღრმად თქვენს არსებაში,თქვენს გონებაში,თქვენს სულში. შემდეგ იგი დაიწყებს გავრცელებას ფეხის თითებიდან თავამდე,ყოველი ძარღვი თქვენი სხეულისა დაიწყებს მასთან პულსირებას. მთელი თქვენი სხეული გადაიქცევა ორკესტრად და ის მივა კრეშჩენდომდე. მაგრამ თუ თქვენ იჩქარებთ,ორგაზმი ხდება უბრალოდ ეაკულაცია,ის უკვე აღარ არის ორგაზმი.ის შემოსაზღვრულია და მცირეა,თითქმის უაზრო.ამავე დროს თქვენ თავს იგრძნობთ დაღლილად,შეწუხებულად,ჩახშობილად მას შემდგომ,რადგან ენერგია დაკარგულია და მან თქვენ არ მოგცათ სიახლე,ასე,რომ ეს იყო უბრალოდ უაზრობა. თქვენ დარჩებით იგივე – ცოტა დაღლილი,რა თქმა უნდა მცირე რაოდენობის ენერგიით,მაგრამ თქვენ იგივენი რჩებით.ეს არ იყო გამწმენდი პროცესი,ამან არ შეგძრათ თქვენ საძირკვლამდე.
მილიონობით ქალები ცხოვრობდნენ და გარდაიცვალნენ ისე,რომ არ იცოდნენ თუ მათ შეეძლოთ განეცადათ ორგაზმი. იმის ცოდნის გარეშე,რომ თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ დიადი ორგაზმული აფეთქება,თქვენ არ შეგეძლებათ გაიგოთ რაიმე სულიერი,ეს თითქმის შეუძლებელი იქნება თქვენთვის.
როდესაც ქალს არ შეუძლია ჰქონდეს ორგაზმი,კაცსაც სინამდვილეში არ შეუძლია ჰქონდეს იგი,რადგან ორგაზმი – ეს არის ორის შეხვედრა. მხოლოდ ორს,როდესაც ისინი განზავდებიან ერთმანეთში,შეუძლიათ ჰქონდეთ იგი. და არა ისე,რომ ერთს შეეძლოს,მეორეს კი არა – ეს შეუძლებელია. გამოთავისუფლება შესაძლებელია,ეაკულაცია შესაძლებელია,შვება შესაძლებელია,მაგრამ არა ორგაზმი.
ორგაზმი – ეს არ არის შვება,ორგაზმი – ეს დღესასწაულია! და ორგაზმი არის თქვენი შეხვედრა ხსვისი საშუალებით მთლიანთან. ორგაზმი ყოველთვის ღვთაებრივია – სხვა ხდება კარები და თქვენ შედიხართ ღვთაებრივში. ორგაზმი ყოველთვის სულიერია,ის არასოდეს არის სექსუალური. ისინი ვინც ფიქრობენ,რომ ორგაზმი სექსუალურია,სრულ გაუგებრობაში იმყოფებიან,მათ არაფერი იციან ორგაზმულ განცდებზე. ორგაზმი – ეს ყოველთვის სამადჰია,ექსტაზი. მაგრამ ხალხმა არ იცის ეს,რადგან მათი შეხვედრა ხდება საჭიროებიდან და არა ენერგიის სისავსისაგან.
როდესაც თქვენ ფიქრობთ ორგაზმზე,ის ხდება მიზანი, ეს უფრო ემსგავსება საქმეს და მაშინ ორგაზმი რთული ხდება.
ეს დილემაა: თუ თქვენ თან სდევთ ორგაზმს,ის ხდება რთული,იმიტომ რომ თქვენ ეძებთ მას,მიისწრაფვით მისკენ და თქვენ არ ხართ ტოტალური თავად აქტში.თქვენი გონება ელოდება ორგაზმს,თქვენ ფიქრობთ იმაზე,მიაღწევთ თქვენ მას ამჯერად თუ არა და ეს შიში აუძლურებს სექსუალურ ცენტრს. სექსუარული ცენტრი შეიძლება რეალურად გაიხსნას მაში,როდესაც არაა შიში,როდესაც არ არის საკითხი რაიმე შედეგზე,როდესაც არ არის აზრები მომავალზე,როდესაც მოქმედება არ არის ორიენტირებული მიზნის მიღწევაზე,როდესაც თქვენ უბრალოდ თამაშობთ. ეს მშვენიერია – ითამაშო ვინმეს სხეულით და იგრძნო თამაში ვინმეს სხეულით. უბრალოდ ორი სხეული ცეკვავს,მღერის,ეხვევა,ეალერსება – ეს მშვენიერი სიმფონიაა,არ არის საჭირო იფიქრო ორგაზმზე და მაშინ ის მოხდება. ამაშია მთელი მისი მშვენიერება,მხოლოდ მაშინ მოხდება ის.მაგრამ მოხდა ეს თუ არა,ეს საქმეს არ ეხება. უბრალოდ დაივიწყეთ მის შესახებ.
რატომ უნდა არსებობდეს განსხვავება ტექნიკაში კაცისათვის და ქალისათვის? იმიტომ,რომ თვით ისინი განსხვავდებიან. ისინი იმდენად განსხვავდებიან,რამდენადაც ეს შესაძლებელია. ისინი პოლარულად საპირისპირონი არიან.მთელი ფიზიოლოგია,მთელი ფსიქოლოგია,ყოველი დონე ქალის ცნობიერებისა განსხვავდება კაცისაგან: ისინი არა მარტო განსხვავებულები არიაინ,არამედ – უბრალოდ საპირისპირონი. აბსოლუტურად განსხვავებული ტექნიკა უნდა შეიქმნას,აბსოლუტურად განსხვავებული ტექნიკა – მაგრამ იმიტომ,რომ კაცი და ქალი ცხოვრობენ გვერდიგვერდ. ასე ახლოს ერთმანეთთან,ისინი ივიწყებენ,რომ განსხვავდებიან. არაფერია მსგავსება და ეს კარგია,რომ არაფერია მსგავსება,ასე რომ სწორედ ამიტომ მათ შეუძლიათ გახდნენ ერთიანი ენერგეტიკული წრედი. ისინი ურთიერთშემავსებელნი არიან,ისინი შეესაბამებიან ურთიერთს.
როდესაც მე ვამბობ,რომ კაცი და ქალი – ეს ორი ურთიერთსაპირისპირო ნაწილებია ერთი მთლიანისა,მე მხედველობაში მაქვს,რომ ისინი ურთიერთშემავსებელნი არიან. შევსება კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ,როდესაც მათი ურთიერთსაპირისპირო პოლუსები ხვდებიან. შეხედეთ ამას ასეთი სახით: საშო წარმოადგენს ქალის სხეულის უარყოფით პოლუსს,ხოლო მკერდი – დადებით პოლუსს. ეს არის მაგნიტური ღერო: დადებითი პოლუსი მკერდის მახლობლად,უარყოფითი – საშოსთან ახლოს. მამაკაცისათვის უარყოფითი პოლუსი მდებარეობს მკერდზე,დადებითი კი - პენისზე. ასე რომ,როდესაც ქალის და კაცის მკერდები ხვდებიან – ერთმანეთს ხვდება უარყოფითი და დადებითი და როდესაც სექსუალური ცენტრები ერთობლივად ხვდებიან შერწყმის დროს,ხვდებიან უარყოფითი და დადებითი. ახლა ორივე მაგნიტური ღერო ხვდება საწინააღმდეგო პოლუსებით; ახლა არსებობს რაღაც წრე – ენერგიას შეუძლია იდინოს და იმოძრავოს.
მაგრამ ეს წრე შეიძლება შეიკრას მხოლოდ მაშინ,როდესაც კაცსა და ქალს ერთმანეთი უყვართ. თუ არ არსებობს სიყვარული მაშინ ხვდებიან მხოლოდ სექსუალური ცენტრები – მხოლოდ ერთი დადებითი პოლუსი ხვდება ერთ უარყოფითს. ენერგიათა გაცვლები იარსებებს,მაგრამ ხაზობრივი. შექმნა წრე შეუძლებელია. აი ამიტომ სიყვარულის გარეშე თქვენ ვერასოდეს ვერ იგრძნობთ დაკმაყოფილებას.
სექსი სიყვარულის გარეშე ხდება უბრალოდ უმნიშვნელო. ის არ წარმოადგენს ღრმა მოძრაობას.ენერგია მოძრაობს,მაგრამ ხაზზე წრე არ იქნება. და მხოლოდ მაშინ,როდესაც არსებობს წრე,თქვენ ხდებით ერთიანი მთლიანი,არა მანამდე. როდესაც თქვენ ღრმად ხართ სიყვარულში,მკერდებიც ხვდებიან,მაგრამ მანამდე არასოდეს. ასე,რომ სქესობრივი აქტი ძალიან ადვილია,სასიყვარულო აქტი გაცილებით რთული. სქესობრივი აქტი წარმოადგენს მხოლოდ ფიზიკურს – ორი ენერგია ხვდება და ცილდება. მაშასადამე თუ ასრებობს მხოლოდ სექსი,ადრე თუ გვაინ თქვენ იმედგაცრუებულები დარჩებით: თქვენ ამაოდ ხარჯავთ ენერგიას და ვერაფერს ვერ შეიძენთ. შეძენა ხდება მხოლოდ მაშინ,როდესაც არსებობს წრე. თუ არსებობს ტოტალური შეკრული წრე,ორივე პარტნიორი გამოვლენ სქესობრივი აქტიდან უფრო ენერგიულები,უფრო ცოცხლები და დამუხტულები,ენერგიის დიდი დინებით. თუ არსებობს მხოლოდ სქესობრივი აქტი,ორივე პარტნიორი გამოვა მისგან განმუხტულები,დასუსტებულები. მათ დაკარგეს ენერგია.ამას მოყვება ძილი,იმიტომ რომ ყველა მათი გრძნობა დასუსტებულია. ამ “ერთპოლუსიან შეხვედრაში” კაცი კარგავს მეტს ვიდრე ქალი.აი აი ამიტომ შეუძლიათ ქალებს გახდნენ მეძავები: იმიტომ,რომ დადებითი პოლუსია კაცი,უარყოფითი ქალი. ენერგია მიედინება კაციდან ქალისაკენ და არა პირიქით.ამიტომ ქალს შეუძლია ერთ ღამეში ჰქონდეს ოცი-ოცდაათი სქესობრივი აქტი,კაცს კი ეს არ შეუძლია. ასე,რომ მეძავეობა ჩემთვის ცუდია არა იმიტომ,რომ ეს მეძავეობაა,არამედ იმიტომ რომ წრის შეკვრა შეუძლებელია. თქვენ ვერ დამიდასტურებთ. თქვენ უბრალოდ ტყუილუბრალოდ ხარჯავთ ენერგიას. თუ არის სიყვარული,მაშინ კაცი და ქალი ხვდება ერთ პოლუსზე. კაცი აძლევს ქალს და ქალი კი უბრუნებს უკან. ეს ორმხრივია,თანაზიარი.
კაცს ყოველთვის უყვარს შესვლა ქალში მყისიერად. მას არ აინტერესებს პრელუდია,იმიტომ რომ მისი დადებითი პოლუსი ყოველთვის მზადაა. ქალები კი ყოველთვის უხალისოდ შედიან სქესობრივ აქტში მყის,ყოველგვარი პრელუდიის გარეშე,იმიტომ რომ მათი უარყოფითი პოლუსი არ არის მზად.მას არ შეუძლია იყოს მზად. უარყოფითი პოლუსი არ იქნება მზად,სანამ კაცი არ დაიწყებს ქალის სიყვარულს მკერდიდან.ქალს შეუძლია დათმოს,მაგრამ ის არ მიიღებს მონაწილეობას. კაცი კი ფიქრობ,რომ სქესობრივი აქტი მარტივია. ტყუილად რეატომ დახარჯოს დრო? მყის შეღწევისას ქალში ის ათავებს რამდენიმე წამში,მაგრამ ქალი არ იყო ნაწილი,ის არ იყო გაღვიძებული. აი ამიტომ ქალები ისწრაფვიან,რომ მათი საყვარლები ეხებოდნენ მათ მკერდს,უყვარდეთ მათი მკერდი – ღრმად სურთ. მხოლოდ მაშინ,როდესაც მათი მკერდი ხდება ენერგიით სავსე,მაშინ მაგნიტური ღეროს მეორე პოლუსი,რომელიც არის უარყოფითი,გამოეპასუხება. მაშინ ისინი მძაფრად გრძნობენ ამას,ამ დროს მათ შეუძლიათ მონაწილეობა. მაშინ შეწყმა შესაძლებელია – და მაშინ ისინი განზავდებიან.
პრელუდია აუცილებელია. ქორწინება ხდება მშრალი,იმიტომ რომ დასაწყისში,როდესაც თქვენ ხვდებით ახალ ქალს,ჯერ თქვენ თამაშობთ მისი სხეულით. მაგრამ როდესაც ის თქვენი ცოლია,თქვენ იღებთ მას როგორც საკუთრებას – პრელუდიაში აღარაა საჭიროება. ცოლები ასე დაუკმაყოფილებლები არიან თავისი ქმრებით არა იმიტომ,რომ ქმრებს არ უყვართ ისინი,არამედ იმიტომ,რომ მათ არასწორად უყვართ ისინი. ისინი არ ფიქრობენ,რომ ქალი – ეს რაღაც სხვაა,რომ მისი სხეული რეაგირებს სხვაგვარად,ზუსტად საპირისპირო სახით.
ადამიანები არ უახლოვდებიან სასიყვარულო აქტს თანდათანობით. ორი ადამიანი ზის და უცბად ისინი იწყებენ სასიყვარულო აქტს. ეს წრაფი და უხეშია – ეს ძალიან სწრაფი და უხეშია ქალისთვის. კაცისთვის ეს არ არის სწრაფი და უხეში,იმიტომ რომ კაცური ენერგია – ეს სხვა ტიპის ენერგიაა და კაცის სექსუალურობა უფრო შეზღუდულია. სექსუალურობა ქალისა უფრო სრულია. მთელი მისი სხეული ჩართული უნდა იყოს მასში. ქალი ვერ შევა მასში ღრმად,სანამ ამას არ წარუძღვება პრელუდია.
როდესაც ქალი რჩება ცივი,კაცის ორგაზმის განცდა რჩება შეზღუდული,სქესობრივი. ეს არ მოიცავს მის სულს,ეს არ მოიცავს მთელ მის სხეულს. მთელი მისი უჯრედები და მთელი ძარღვები მისი არსებისა არ ვიბრირებს,არ იმყოფება ცეკვაში.ეს ღარიბულია,ძალიან ღარიბული. ეს არის გათავისუფლება,შემსუბუქება და არა ორგაზმის განცდა.
სექსი მშვენიერია,სექსუალურობა მახინჯი. როდესაც სექსი ხდება გონებრივი,სექსი შედის თქვენს თავში,ის ხდება სექსუალურობა.ასე,რომ სექსი არ წარმოადგენს ცენტრს სექსისთვის. სექსი არ წარმოადგენს თავის ფუნქციას. მაგრამ როდესაც სექსი თავიდან შემოდის,ეს ხდება სექსუალურობა.მაშინ თქვენ ფიქრობთ სექსზე,ოცნებობთ სექსზე და რაც უფრო ბევრს ფიქრობთ,რაც უფრო ბევრს ოცნებობთ მასზე,მით უფრო ბევრ უსიამოვნებაში ხვდებით. ეს პრობლემა დამახასიათებელია დასავლეთისათვის,მან მეტისმეტად ბევრი იოცნება სექსზე.დასავლეთი გახდა სექსუალური ფანტაზიით. აღმოსავლეთი გახდა სექსუალური ჩახშობით.ორივენი გახდნენ სექსუალურები; და ორივემ დაკარგა ბუნებრივი თვისება – დატკბნენ სექსით. ორივე გახდა პათოლოგიურად განსხვავებული გზები. დასავლეთი გადა პათოლოგიური იმ ფანტაზიით,რომ სექსი ცხოვრების საბოლოო მიზანია.აღმოსავლეთი გახდა პათოლოგიური პირიქით,რომ სექსი უკანასკნელი ბარიერია ღმერთსა და ადამიანს შორის. სექსი არ წარმოადგენს არც ერთს,არც მეორეს,ეს არც უმაღლესი მიზანია,არც უმაღლესი ბარიერი. სექსი ეს უბრალო მოვლენაა,ისეთივე,როგორიცაა შიმშილი ან წყურვილი.
მათ შექმნეს სხვა პრობლემა დასავლურ გონებაში – კაცმა უნდა დააკმაყოფილოს ქალი,ქალმა კი - კაცი. ახლა ორივე შეწუხებულია. ასე,რომ კაცი ცდილობს გაიგოს დააკმაყოფილა თუ არა ქალი,თუკი ის არ არის დაკმაყოფილებული,ეს ნიშნავს,რომ რაღაც არ არის საკმარისი მასში,ის უკვე არ არის სრულფასოვანი მამაკაცი. როდესაც თქვენ დაიწყებთ შეგრძნებას,რომ უკვე არასრულფასოვანი მამაკაცი ხართ,მიდიხართ არასწორი მიმართულებით; მეტი და მეტი სიძნელეები წარმოიშობა თქვენს წინაშე.თქვენ შეგეშინდებათ,დაკარგავთ თვითდაჯერებულობას. ქალი კი აგრძელებს მცდელობას რომ გაიგოს დააკმაყოფილა თუ არა მან მამაკაცი.თუკი ის გრძნობს,რომ მამაკაცი დაუკმაყოფილებელია,ან გრძნობს რომ კაცმა ვერ მიაღწია იმ ექსტაზს,რომელსაც ქადაგებენ ახლა მთელს მსოფლიოში; ის გრძნობს,რომ მასში რაღაც დარღვეულია. ორივე შეწუხებულია და მშვენიერი სიყვარულის აქტი შერყვნილია. აქ არაფერია შესაწუხებელი.
შემდეგ არსებობს სხვა პრობლემა: ხალხი ძალიან დაკავებულია სექსით. მათ ეს თითქმის წეს-ჩვეულებად გადააქციეს. იდეა – რომ სექსი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის,იყო წამოყენებული მედიცინის ავტორიტეტებისაგან. თუ თქვენ არ ხართ დაკავებული სექსით ყოველდღე,უარყოფითად იმოქმედებს ჯანმრთელობაზე. ახლა ისინი ამბობენ,რომ გულის შეტევაც კი შესაძლებელია,თუ თქვენ იშვიათად ხართ სექსით დაკავებული. ეს უნდა იყოს იშვიათი დღესასწაული. ეს არ უნდა იყოს მოსაწყენი,არ უნდა იყოს ყოველდღიური საჭმელი. საჭიროა ამის შენარჩუნება იმ იშვიათი შემთხვევისათვის,როდესაც მართლა სავსე ხართ,როდესაც არსებობს განსაკუთრებული სივრცე. მისი შენახვა საჭიროა საჩუქარად იშვიათი მომენტებისათვის.წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება ძალიან მოსაწყენი ხდება. ისევე,როგორც თქვენ იკვებებით ყოველ დღე,სვავთ ჩაის და იღებთ აბაზანებს,ასევე თქვენ დაკავებული ხართ სასიყვარულო აქტით. შემდგომ აღმოჩნდება,რომ ეს მოსაწყენია – ყველაფერი ერთი და იგივეა.
აკეთეთ სექსი მხოლოდ როდესაც არის უდიდესი სურვილი და ვნება,წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ თქვით “მაპატიე,მაგრამ ეს არ არის აქ.ასე რომ რა აზრია ამაში?” თავის მოჩვენება არ არის კარგი. და თუ შეწყვიტავთ თავის მოჩვენებას,დაინახავთ რომ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობის სიღრმე ძალიან გაიზარდა.
ხალხი ისევ და ისევ იმეორებს მას,რასაც ეწოდება სიყვარულის კეთება,იმიტომ რომ ისინი არასოდეს არიან დაკმაყოფილებულები. ინდოეთში ყველაზე ძველი ტრაქტატი სექსის შესახებ, “კამა-სუტრა” ვატცაიანა,ამბობს,რომ ჭეშმარიტად ვნებიანი და შმაგი სასიყვარულო აქტი,საკმარისია ერთხელ წელიწადში! ეს გამოიყურება სრულიად შეუძლებლად თანამედროვე ადამიანისათვის – ერთელ წელიწადში? ისინი არ იყვნენ ისეთი ადამიანები,რომლებიც ჩახშობილები იყვნენ რაიმე სახით.ვატცაიანა პირველი სექსოლოგია მსოფლიოში და პირველი,რომელმაც
მოიტანა მედიტაცია სექსში; პირველი,რომელიც მოვიდა,რათა გაეთავისუფლებინა მისი უღრმესი ცენტრები. და ის მართალია,თუ თქვენ ნამდვილად მიდიხართ ზღვრამდე,ერთხელ წელიწადში,თითქმის საკმარისია. ეს გაკმაყოფილებთ ისე ღრმად,რომ გამოყოლილი ალი თვეობით საკმარისი იქნება.
თუ თქვენ სულსწრაფი ხართ ყველაფერში,სულსწრავი იქნებით სექსუალურ აქტში,იმიტომ რომ თქვენ იქნებით მასში. ადამიანები,რომლებიც მეტისმეტად შეწუხებულები არიან იმით,რომ დრო ფუჭად არ დაკარგონ,სულსწარფები იქნებიან სქესობრივ აქტშიც,დროის ტყუილუბრალოდ დაკარგვის შიშით. ასე,რომ ჩვენ გვსურს სწრაფად ხსნადი ყავა და “სწარაფი” სექსი. ყავისათვის ეს კარგია,მაგრამ სექსისათვის – ეს უბრალოდ უაზრობაა. არ შეიძლება იყოს “სწრაფი” სექსი.ეს არ არის სამუშაო და ეს არ არის ის,რაშიც თქვენ შეგიძლიათ იჩქაროთ. სიჩქარით თქვენ დაანგრევთ მას და ხელიდან გაუშვებთ ყველაზე მთავარს. დატკბით იმით,იმიტომ რომ მისი საშუალებით შესაძლებელია შეიგრძნოთ მარადიულობა. თუ თქვენ ჩქარობთ,მაშინ მარადიულობის შეგრძნება შეუძლებელია.
ზოგჯერ ხდება,რომ სხვისი ენერგია არ განთებთ თქვენ. ასე რომ,თქვენც არაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ, ეს უბრალოდ არ ხდება. ბუნებრივია, საჭიროა მოძებნო სხვა ვინმე,ვისთანაც შეგეძლბა ანთება. მაგრამ საზოგადოება,კულტურა,რელიგია და ტრადიცია – ყველაფერი ეწინააღმდეგება ამას. ზოგჯერ ჩვენ ვიწყებთ ჩამოკიდებას ერთმანეთზე,მაშინაც კი თუ ჩვენ არ ვიღგზნებით; ეს ხელსაყრელია. არსებობს ბავშვი,რომელიც ჩვენ ორივეს გვიყვარს,მაშინ ამასში უფრო მეტი სირთულეა. მაგრამ თუ აგრძელებთ ჩახშობას,მაშინ თქვენ იქნებით გაღიზიანებული. თქვენ შეგიძლიათ გამოამჟღავნოთ ეს,შეგიძლიათ არ გამომჟღავნოთ,მაგრამ იქნება გაღიზიანება...წყენა.
ზოგჯერ,როდესაც თქვენ მოისურვებთ ერექციას,ეს ძლიერი სურვილი დაბრკოლება იქნება. თქვენ არ შეგიძლიათ ისურვოთ ეს.იგი იმყოფება სურვილის მიღმა და თუ თქვენ ეცდებით მის გამოწვევას,აბსოლუტურად უძლური აღმოჩნდებით. და თუ ერთხელ თქვენს გონებაში ჩასახლდა აზრი,რომ რაღაც არასწორია,მაშინ თქვენ მოხვდებით შფოთში. არ არის საჭიროება ამის სურვილის. თუ ეს ხდება კარგია, თუ არა მაინც კარგია. ეს უბრალოდ ნიშნავს,რომ სხეული ამ მომენტში არ არის ხასიათზე,სხეულს არ შეუძლია შესვლა მასში. ის ამბობს “არა”,მორჩა და გათავდა. უბრალოდ უსმინეთ სხეულს და მიყევით მას!
დაე იყოს სიყვარული რაიმე განსაკუთრებული; და ის არის განზაკუთრებული. დაელოდეთ შესაფერის მომენტს,ადამიანები თითქმის ყოველთვის არასწორ მომენტს ირჩევენ. ჩემი დაკვირვებაა: როდესაც არ უნდა იჩხუბოს წყვილმა,ჩხუბის შემდეგ ისინი აკეთებენ სასიყვარულო აქტს. თავიდან ისინი ღიზიანდებიან,მერე ჩხუბობენ,შემდეგ კი გრძნობენ თავს დამნაშავედ იმისათვის,თუ რა გაუკეთეს ერთმანეთს...
შემდეგ სძულდებათ თავი,რადგან არასწორად იქცეოდენენ. კომპესაციისათვის ისინი აკეთებენ სასიყვარულო აქტს. ეს თითქოს სტანდარტია: ორნი ჩხუბობენ,შემდეგ ამყარებენ ინტიმურ კავშირს. არ შეიძლება მოძებნო უფრო არასწორი სიტუაცია სასიყვარულო აქტისათვის. როგორ შეუძლია ამას დაკმაყოფილება? ელოდეთ შესაფერის მომენტს.
არსებობს რამდენიმე სივრცე,ისინი მოდიან თავითავად,არავის შეუძლია მათი მართვა.ზოგჯერ ისინი აქ არიან. ეს უბრალოდ ღვთაებრივი საჩუქარია. ერთხელ უეცრად თავს იგრძნობთ მოდინარს,ჰაეროვანს. თქვენ არ გაქვთ წონა; ერთხელ თქვენ თავს იგრძნობთ ისე გახსნილად,რომ ისურვებთ მისცეთ თქვენს ქალს ყველაფერი,რაც შეგიძლიათ; ეს არის ნამდვილი მომენტი. შედით მედიტაციაში,იცეკვეთ,იმღერეთ და დაე სიყვარული მოხდეს ცეკვის,სიმღერის,მედიტაციის, ლოცვის დროს. მაშინ მას ექნება სხვა ხარისხი – ღვთაებრივი ხარისხი. და მე თქვენ გასწავლით ამას.
პოზა არის უმნიშვნელო,პოზებს არა აქვს დიდი მნიშვნელობა. ნამდვილი საგანი – არის მიდგომა,მაგრამ არა სხეულის,არამედ გონების მიმართ. მაგალითად,კაცი ყოველთვის ქალზეა ზემოდან,ეს ეგოისტურია. იმიტომ რომ კაცი ყოველთვის ფიქრობს,რომ ის უკეთესია,მთავარია. როგორ შეუძლია მას იყოს ქალის ქვეშ! მთელი მსოფლიოს პრიმიტიულ საზოგადოებაში ქალი ყოველთვის კაცის ზემოდანაა. ასე,რომ აფრიკაში ეს პოზიცია ცნობილია როგორც “მისიონერული”, იმიტომ რომ თავდაპირველად,როდესაც მისიონერები – ქრისტიანი მისიონერები – მივიდნენ აფრიკაში,აბორიგენებმა ვერ გაიგეს თუ რას აკეთებდნენ ისინი. ისინი ფიქრობდნენ,რომ ამას შეეძლო მოეკლა ქალი.
პოზოცია “კაცი ზემოდან” აფრიკაში ცნობილია როგორც “მისიონერული”. აფრიკელი აბორიგენები ამბობენ,რომ ეს ძალმომრეობაა,როდესაც კაცი უნდა იყოს ქალის ზემოდან. ქალი სუსტია,ნაზი,ამიტომ ის უნდა იყოს ზევიდან. მაგრამ ფიქრი საკუთარ თავზე,რომ ის ქალის დაბლაა,მის ქვეშაა – კაცისათვის ძალზე ძნელია. პოზიცია შესაზლებელია შეცვალო,მაგრამ ძალიან ნუ შეწუხდებით პოზიციებზე,უბრალოდ შეცვალეთ საკუთარი გონება. დანებდით სასიცოცხლო ძალას,მიყევით მას.ზოგჯერ,თუ თქვენ ნამდვილად დანებდებით თქვენი სხეულები მიიღებენ სწორ მდგომარეობას,რომელიც საჭიროა ამ მომენტში. თუ ორივე პარტნიორი ღრმად ენდო,მათი სხეულები მიიღებენ სწორ პოზიციას,რომელიც საჭიროა ამ მომენტში.
თქვენი ქალის სიყვარულით განზავდით მის სითბოში. წამიერად დაივიწყეთ სექსუალურობა,წამიერად დაივიწყეთ ყველაფერი რაც ხდება თქვენს თავში,ფანტაზიაში.
|