ამ ქვეყნად არსებობენ გოგონები, რომლებიც ზემოთ მოყვანილ ზოგიერთ კატეგორიაში თავისუფლად შეიძლება შევიდნენ. ისინი შეიძლება ვერ აცნობიერებენ ან აცნობიერებენ და მოსწონთ კიდეც ასეთები, რომ არიან. მაგრამ, ფაქტია, ბიჭების, კაცების უმრავლესობას ასეთი ტიპის გოგოები და ქალები არ მოსწონს.
ყველა ბიჭი ცდილობს, თავი აარიდოს ასეთ გოგოსთან ურთიერთობას. არავის უნდა კიდევ ერთი დიდი პრობლემა.
მესაკუთრე გოგოები. ესენი არიან გოგოები, რომლებიც თავისი შეყვარებულებით შეპყრობილები ხდებიან და არიან ძალიან ეჭვიანები.
მამაკაცური გოგოები. გოგოების ის ტიპაჟია, რომელიც მუდამ ცდილობს თავის თავზე მოირგოს ლიდერის როლი ურთიერთობაში. იღებენ იმ გადაწყვეტილებებს რაც წესით კაცმა უნდა მიიღოს.
ასეთი გოგო, როგორც წესი, არც თუ ისე იშვიათად ამცირებ თავის ბიჭს. ეს შეიძლება მოხდეს სხვების თვალწინაც.
მუდამ მოწუწუნე გოგოები. ამ კატეგორიის გოგოებს მუდამ რაღაც პრობლემა აქვთ. მუდამ რაღაცაზე წუხან, წუწუნებენ, რაღაც არ მოსწონთ. პატარა უსიამოვნებიდან დიდ უსიამოვნებას ქმნიან.
ჰიპერმგრძნობიარე გოგოები. ასეთი გოგონებს ყველაფერი ძალიან ახლოს მიაქვთ გულთან. მათი წყენა ძალზე ადვილია. შეიძლება უბრალო რამის გამო ორკვირიან დეპრესიაში ჩავარდნენ. შენ შეიძლება აზრზეც ვერ მოხვიდე თუ რით გამოიწვიე მისი განაწყენება.
ანგარებიანი გოგოები. ასეთი გოგოსთვის აზრი არ აქვს შენ ცისფერ ან შავ თვალებს, სიმაღლეს, ათლეტურ აღნაგობას და თავდაჯერებულობას. მათთვის მთავარი პრიორიტეტი ფულია. მისთვის შენი "მიმზიდველობა" იზომება შენი ჯიბის სისქით. ის შეიძლება ღიპიან მილიონერთან ცხოვრობდეს, მაგრამ სიმპათიურ კაცებთან ერთობოდეს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «