ბიძინა ივანიშვილის შეცვლილი პროგნოზი და დაანონსებული მეორე ტური
დღეს, 21:06
http://rustavi2.com/ka/news/57758პირველ ტურში გამარჯვების შანსებზე ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილმა ფრთხილი განცხადებების გაკეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა პროგნოზი შეცვალა.
არჩევნებამდე 9 დღით ადრე ყოფილი პრემიერი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურებზე ალაპარაკდა. ბიძინა ივანიშვილი არ მალავს, რომ პირველ ტურში ქართული ოცნების კანდიდატებს 50%-იანი ბარიერის უპრობლემოდ გადალახვა გაუჭირდებათ.
ბიძინა ივანიშვილმა ნაციონალური მოძრაობის შანსებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ყოფილმა პრემიერმა დღეს პირველად ისიც თქვა, რომ ნაციონალურ მოძრაობას 30%-იანი მხარდაჭერა აქვს.
ბიძინა ივანიშვილის შეცვლილი პროგნოზი და დაანონსებული მეორე ტური, ყოფილი პრემიერის აღიარებად შეაფასეს უმცირესობაში. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არჩევნებში მმართველ პარტიას გამარჯვება გაუჭირდება.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. არჩევნების მეორე ტური იმართება არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე.