გორში ირაკლი ოქრუაშვილს ესროლეს
თავდასხმა მოხდა გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატზე ირაკლი ოქრუაშვილზე. მას ცეცხლი დღეს საღამოს გაუხსნეს, როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა დაჭრილია მისი დაცვის წევრი და ერთი აქტივისტი, რომლებიც ამ დროისთვის გორის ჰოსპიტალში არიან მოთავსებული.
„შეხვედრა გვქონდა მოსახლეობასთან, მოვიდა 2 ტიპი უზრდელურად, ჩვენ ძალიან თავაზიანად, შემდეგ მოხდა შელაპარაკება, შემდეგ ამოიღო იარაღი და ისროლა ირაკლის მიმართულებით და დაგვეჭრა 2 კაცი. მათი მდგომარეობა სტაბიულურიაო ასე ამბობენ ექიმები,“- აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილის შტაბის წარმომადგენელი.
განცხადებას ირაკლი ოქრუაშვილი ერთ საათში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთებს.
ვიდეო -
http://rustavi2.com/ka/news/57953