#48930211 · 1 Oct 2016, 15:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს მეზობელმა პენსიონერმა ლიბერთი ბანკში მთხოვა წაყვანა, ბანკომატმა რატომღაც კრედიტი არ მომცა (ბარათი გამატანა, ადრე ვუღებდიხოლმე კრედიტს, ახლა კი აპარატში დაეწერა ბანკომატით კრედიტის გაცემა შეზღუდულიაო. ერთი თვის კრედიტზეა ლაპარაკი. ) მოკლედ, წავიყვანე ეს ადამიანი ფილიალში. ერთი თვის კრედიტზე ამ პენსიონერს 10.60 ლარი დაუკავეს. და ამას ჰქვია სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო! ( მიშას დროს 1.80 ღირდა სესხის აღებაო, ასე მითხრა მოხუცმა). ახალი შოკი წინ გველოდა. ოპერატორმა იქვე შეოგვთავაზა 2 თვიანი კრედიტი, მაგრამ ამ შემთხვევაში საკომისიო გადასახადი 66 ლარი იქნებაო. აი, რასაც ჰქვია, ვივუს.ჯი ისვენებს! პენსიონერებზე მდიდრდებიან ეს ბოზიშვილები! ვისია ეს ლიბერთი ბანკი, იმისი მკვდარი და ცოცხალი! (მომსახურების ხარისხზე აღარაფერს ვიძახი).
პ.ს. ვისაც გლდანში მგზავრობა უწევს იმას ეცოდინება ქერჩის ქუჩა (თიანეთის გზატკეცილი). როცა გლდანის ცენტრალურ ქუჩაზე საცობი იყო, ეს შემოვლითი გზა ნამდვილი შვება იყო მძღოლებისთვის. მაგრამ ეს ხიხო (ჭორვილელი თუ კოკელი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მართვის სტილს ჰქვია ზოგადად ხიხოიზმი) გაახარებს ვინმეს განა? უაზრო ადგილებში შუქნიშნების გაუაზრებელი დაყენებით მთელი ქუჩა გაუვალ საცობად გადააქციეს. ოცნება, გამოიღე! მე არ ვიცი, ვინ კრიშავს ამ შუქნიშნების ბიზნესს, ჯერ იყო და ყველა წამზომიანი შუქნიშანი საბჭოური სტილის შუქნიშნებით შეცვალეს, ბოძებიც გამოუცვალეს (გეგონება ძველ ბოძებს რამე სჭირდა), მაყუთი მოღუნეს, ჯამში. ახლა ძველი გამოსაცვლელი რომ აღარ დარჩათ, ყველა ჩიხში და "პერეულოკში" შუქნიშანს აყენებენ. ნარმანია, ღლეი ხარ, ღლეი!
--------------------
Nihil nobis metuendum est, praeter metum ipsum.
|