ვინმეს თუ აინტერესებს ამერიკა თუ რუსეთი: კიდევ ერთი (მემილიონე უკვე) პასუხი:
---რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომის შედეგად თითქმის 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აშშ–ის მიერ გადმოცემული ტექნიკა და აღჭურვილობა განადგურდა, მათ შორის ოთხი კატარღა, სანაპირო დაცვის ორი სარადარო სადგური, ძირითადი სამეთაურეო ცენტრი და რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა. ---ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ორი 110 ფუტიანი Island-ის კლასის საპატრულო ხომალდი საჩუქრად გადასცა.
Island-ის კლასის საპატრულო ხომალდები საქართველოს საზღვაო სივრცეში მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციის, სამართალდარღვევების დროულად გამოვლენისა და მათზე რეაგირების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს.
ხომალდების გადმოცემის შედეგად, საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, მნიშვნელოვნად გააძლიეროს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვისა და დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულებაზე კონტროლი,
პარტნიორებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ერთობლივ საზღვაო ოპერაციებში.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს აღნიშნული ხომალდების ეკიპაჟების 10 კვირიან გადამზადებას აშშ-ს სანაპირო დაცვის შესაბამის სასწავლებელში.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=30641http://police.ge/ge/shss-s-sasazghvro-poli...-gadastsa/10042------------------------------------------------------------
აი ეს ხომალდებია: