ძალიან დიდი ხნის წინ რუსთავი2-ს გავაუქმებდი - ნოდარ ჯავახიშვილი
დღეს, 19:39
http://rustavi2.com/ka/news/57902„მე ქართველებს არასდროს ვაყენებ შეურაცხყოფას, რას ჰქვია, ყველა ნაციონალების მხარდამჭერია, ესე იგი ყველა დეგენერატია? არ ვთვლი მე მაგას ბატონო,“ - რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი, ენმ-ის მხარდამჭერებს „დეგენერატებად“ მოიხსენიებს. მან ასევე გააკრიტიკა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მას „ქვეშაფსია“ უწოდა.
„ეს ქვეშაფსია რომ გაჰკივის, უნდა ჩამოვიდე არჩევნებზეო, ვინმეს თუ გჯერათ, ტვინის ნატამალი გაქვთ თავში?“ - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
ჯავახიშვილმა კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ის რუსთავი2-ს დიდი ხნის წინ გააუქმებდა.
„ძალიან დიდი ხნის წინ რუსთავი2-ს გავაუქმებდი, აგერ სამი ვაჟკაცი იდგა. დაწყებული 2003 წლის ეგრეთ წოდებული რევოლუციისა, რომელიც სუფთა დემაგოგია იყო და აგერ ნებისმიერ ჟურნალისტს ჰკითხე პატიოსანს, რა გააკეთა მაშინ რუსთავმა2-მა და ეს დღემდე მიდის. თქვენი ჟურნალისტები ყველაზე კარგი ჟურნალისტები არიან, სადაც მივდივარ პირველები ეგენი არიან,“ - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.