ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს სცემეს. როგორც ადგილიდან „ინფო 9“-ის კორესპონდენტი იტყობინება, სულ სამი ახალგაზრდაა ნაცემი, მათ შორის, ერთ-ერთი ლიკა დემეტრაძეა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. აღნიშნული ფაქტი თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაშიც ჩანს. თვითმხილველების ცნობით, გოგონას თავში ქვა აქვს ჩარტყმული.
ასევე, ნაცემები არიან თემუკა მიქავა და ნიკა ძიმისტარაშვილი.
დაშავებულები ზუგდიდის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
შემთხვევა ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ კარდაკარის აქციის დროს მოხდა. ისინი ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ინფორმაციით, სოფლის ყოფილი გამგებელი, „ნაცმოძრაობის“ წევრი პაპუნა კუკავა ახალგაზრდებს თავს დაესხა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით მიმდინარეობს.
http://www.info9.ge/sazogadoeba/156829-vid...html?lang=ka-GEნაცების დედას შვც