„ამ ყველაფრის თავი და თავი გახლავთ კახა კალაძის ცოლის ძმა“ - ოქრუაშვილი მასზე თავდასხმის დეტალებს ჰყვება
02 ოქტომბერი 19:14
გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა ცოტა ხნის წინ, ქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან მომხდარში ვიცეპრემიერ კახა კალაძის ცოლის ძმა დაადანაშაულა.
მან ინციდენტში მონაწილე პირებიც დაასახელა - ალექსანდრე ინდუაშვილი და ედუარდ ნუცუბიძე. მისი თქმით, ამ პირებს დაცვის თანამშრომლებმა „დელიკატურად აუხსნეს, რომ მათ ეს არ გამოუვიდოდა. შეხლა-შემოხლის შემდეგ, მან ამოიღო იარაღი და მიზანმიმართული გასროლა მოახდინა, როგორც ჩემ მიმართ, ისე ჩემი დაცვის წევრების მიმართ“.
გასროლის შედეგად, ოქრუაშვილის დაცვის ერთი წევრი და კოორდინატორი დაიჭრნენ. ოქრუაშვილის განცხადებით, მომხდარს დაახლოებით 40-მდე თვითმხილველი ჰყავს.
„საგანგაშო არის ის, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, გორში შეინიშნებოდა ეგრეთ წოდებული ძველი ბიჭების გააქტიურება საარჩევნო პროცესში. ამ ყველაფრის თავი და თავი გახლავთ კახა კალაძის ცოლის ძმა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა. მისი ინფორმაციით, მისი ინფორმაციით თავდამსხმელები ამ წუთებში ცხინვალის გავლით ოსეთში აპირებენ გადასვლას.
შეგახსენებთ, News.ge_ს შსს-ში განუცხადეს, რომ ოქრუაშვილზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია და მისი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა, და 236-ე - იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.
http://news.ge/ge/news/story/195525-am-yve...detalebs-hyvebaქოცების ვერსიით კიკობახიძის ინფორმაციით, გორში მცხოვრებმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც მას მზესუმზირის ჭამის გამო შენიშვნა მისცეს
02 ოქტომბერი 19:03
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, გორის მაჟორიტარ კანდიდატს სადგურის დასახლებაში მიმდინარე შეხვედრის დროს, შელაპარაკება მოუვიდა ერთერთ ადგილობრივთან, რასაც სროლა მოჰყვა.
როგორც კობახიძემ ტელეკომპანია „პირველის ეთერში განაცხადა, მან ეს ინფორმაცია „ქართული ოცნების“ გორის ოფისიდან მიიღო.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ოქრუაშვილის ორი მხარდამჭერია დაჭრილი. კობახიძის განცხადებით, ოქრუაშვილი აპირებს მომხდარს პოლიტიკური სარჩული დაუდოს.
„ინციდენტი იყო ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულის გარეშე. დაიწყო შელაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილსა და გორის ერთერთ მცხოვრებს შორის, რომელიც იქ ადგილზე იმყოფებოდა. დეტალებიც შემიძლია, გითხრათ, რაზე იყო საუბარი. ეს ადამიანი იქვე იჯდა, მზესუმზირას მიირთმევდა და შენიშვნა მისცეს მას ირაკლი ოქრუაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა, რასაც მოჰყვა შელაპარაკება. ამ შელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო ჩხუბი. მძიმედ იქნა ნაცემი ეს ადამიანი, რომელმაც მოგვიანებით გახსნა ცეცხლი. მას გამოესარჩლნენ გორის სხვა მცხოვრებლები. ამის საფუძველზე დაიწყო კიდევ ერთი ფიზიკური შეხლა-შემოხლა და ბოლოს ამ ადამიანმა, რომელსაც პირველად დაუპირისპირდნენ, ამოიღო იარაღი და გახსნა ცეცხლი“, - ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, News.ge_ს შსს-ში განუცხადეს, რომ ოქრუაშვილზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია და მისი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა, და 236-ე - იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.
http://news.ge/ge/news/story/195524-kobakh...nishvna-mistses