#48953428 · 4 Oct 2016, 16:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mtavrishvili თოფში უნდა იყოს იმ ოდენობის დენთი და კალლიბრულ-ხალიბური რკინის ნაწრთობი ,,შარიკები", რომ ყველას გაუსწოროს ქაოსური ,,შარიკები" და ხელოვნური იდიოტიზმის პორნოკრატიის დემონ-კრატია ფლუგელივით მოაბრუნოს მართებული დემოსთენეს-კრატიული სისტემისაკენ და იმ ,,ვაშლად" გარდაიქმნას, რომელიც თოლებს აუხელს ადამ-იანებს ეშმაკური გზების ხილვის სიბოროტეთა წინმსწრები ხილვებით, თუ რა შედეგებს იწვევს უკუღმართობანი ,,უფსკრულში ვარდნებით..." ვარდები --- ვარდნასაც ნიშნავს ეკალზე წამოსაცმელად. ახლა --- გათხრილ-გარჭობილი ეკლების გამოსაღებად შიმშილობის გასაღება ,,ვაშლად" ევას არსებობასაც მოითხოვს და თანაც ეშმაკეულის, იგივ ეშმით დამაკებულის.
მარხვა და შიმშილი არსებობს ბოროტების მიმართ და არა სიკეთისადმი! სულით მარხული და მოშიმშილე --- გზაა განწმენდისა ბოროტებათაგან. ომი კი ბოროტების იარაღია სიკეთის ჩასაკლავად. ამიტომ: გზაი არს ერთადერთი სიკეთისა, სადაც ვერ ვლიან ბოროტნი და მას ყოვლისმომცველი ღვთისნიერი სიყვარულით ბრძოლა ჰქვია!
მარტივად ასრე გამოიხატება: ერთ ლოყაში გტკიცავენ სილას, მეორეს მიუშვერ და კვლავ ლაწანი? მერე?... მესამე? პასუხი: რადგან უკანასკნელ თავშესაფრამდე გდევნიან და სიკეთეზე მაინც ბოროტად პასუხობენ, რამეთუ უსასრულოდ შურთ და სძულთ სიკეთისა, უმეტესად ყოვლისმომცველი სიყვარულისა --- მის დასაცავდ უკან ბრუნდებიან ამურის ისრებით აღჭურვილნი და ბოროტებას უკან შემუსრავენ ისრებით იქითკენ, საიდანაც იშვნენ და მოვიდნენ. საკრალურად: მამინაცვლის და დედინაცვლის ფათახს თავებზე დაამხობენ და უკან შეაძვრენენ სიკვდილის გოგირდის ტბაში... ესაა განსჯა-განკითხვის ბოლო აკორდი და აღდგომა სამართლისა ყოვლისმომცველისა: მოგვეზღას მოქმედებისამებრ და დამსახურებულად ყოველგვარ მიკერძოებათა გარეშე.
შეგონებაც ეგების საამისოდ: ეშმა სცნობს სატანურ სამართალს და არა ღვთიურს! უცვლელი კანონი მოქმედებს უკიდურესი დაცემისას: ღმერთს ღვთისა და სატანას სატანისა --- რაც სინამდვილეში მათივე სურვილთა ჭეშმარიტი აღსრულებაა.
*** დემოსის კრატია უფლებამოსილია აღასრულოს დემონთა კრატიის აღსასრული და ვალდებულიცაა საამისოდ იაზროვნოს და იმოქმედოს განკითხვის წეს-რიგნით. მარტივადაა სინამდვილეში ყოველივე: დანაშაულის ჩადენისას --- ნებისმიერი ახდენს ამოქმედებას ამაზედ პასუხისმგებლობისას და დაუსჯელობისას ყველა მონაწილე თანამონაწილეა თუნდაც ჯვართაცმებისა და ამ ყველაფერს იწვევს სწორედ ნელთბილთა არსებობის ცრუდ ფარდის მიღმა მიჩუმათებანი კულუარული ცნობიერებით და ეს ხდება იქ, სადაც უკვე ,,ჩახეულია მალვის ფარდანი" და ყოველივე სამზეოზეა ცრუთა და მართალთა სახე-ხატებებით. უმარტივესადაა სახილველი რეალობა, თუ ვინ მსახურებს ღმერთის წეს-რიგთ პატიოსნად და ვინ სატანურ მამონიზმს, როგორც ,,გოო-იზმის" მონა მიმდევარნი მონანი.
აკეთე ის --- რაც ღვთისაა და ფიზიკურად იმარხულე სულის მარხულობის მისაღწევად, რაც ბოროტებისთვის სიკვდილს ნიშნავს და სიკეთეში უცდომლად დამკვიდრებას ამ სიცოცხლეშივე! ეს იგივე --- ღვთის ბერობაა განწმენდილისა, რამეთუ: ცოდვილთა სახსნელად მოგვევლინა და არა მართალთა! მართალი ისედაც ხსნილია და რაღად ეგების მას კვლავ ხსნა უკვე ხსნილსა? დიდი სიცრუე და მზაკვრობაა ადამიანთა ერთიანად ცოდვილებად შერაცხვა, როდესაც თავად მაცხოვარი გვაუწყებს მართალთა არსებობაზე. ასე რომ --- გაძლიერდი სათნოებაში და დაე უსასრულოდ დამწუხრდნენ ბოროტის მონანი თავისუფალთა ხილვით!
,,ძლევაი გვმართებს საკვირველი!" --- სატანისტ-ეშმაკეული ლეგიონისა და მის ნელთბილ მონათა ,,ამურის ისრებითა", რომელიც სიკეთისათვის ცოცხლებს აძლიერებს უკუდავებაში და სიკვდილის მონობაში მყოფებს ახსენებს უსამართლოდ ნაღალატარს, რათა მოუკვდნენ ბოროტებას და დატყვევდეს სატანა ათასი წლით --- უალაფოდ! ეგაა ძლევაი ბოროტისა --- სიკეთის სიყვარულით ხსნისა! ქაჯები დაამარცხა რუსთველმა ნამდვილი სიყვარულით და მისი გორისანი ვალდებულნი ვართ --- მუდამჟამს ვიქმოდეთ იგივეს ჯერ საკუთარი თავების ხსნით, რათა იმრავლოს ხსნილთა უსასრულო სიმრავლემ ამ სიცოცხლეშივე.
*** პრობლემა N1? პასუხი: უამპარტავნო ბრძოლის უნარი --- ,,მეს ჩვენის ჩანაცვლებით". ,,გლეხურად" : ჩვენ გვიყვარს მეფე და მეფეს უყვარს ყველა ჩვენიანი და არა ,,მე და ჩემი ნაბადის" მიმდევარი ქოსა ქურდ-ავაზაკნი. ესაა ახსნა უდავოობისა, სადაც: ერთი ყველასათვისაა და ყველა ერთისათვის! და განყოფილია იგი თავისი ერთისათვის --- ვინ მამისთვის და ვინ მამინაცვლისათვის... ნამდვილი და ცრუ მეფენი მრავალი იცის ისტორიამ...
|