ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?" - ახალი გამოკითხვის შედეგები
28 სექტემბერს ჩატარდა ინტერნეტმომხმარებლის გამოკითხა შემდეგ ვებგვერდებზე: ipn.ge, kvirispalitra.ge, bpn.ge, palitratv.ge, ambebi.ge, sportall.ge, mshoblebi.ge, marao.ge და gemrielia.ge.
გამოკითხვა "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?" ტარდებოდა დროის სხვადასხვა მონაკვეთში მცირე ხანგრძლივობით (წყვეტილად, ჯამში სულ 2 საათის განმავლობაში), რათა გამორიცხულიყო პარტიული აქტივისტების მიერ მანიპულაცია. გამოკითხვაში სულ მონაწილეობა მიიღო 16 570 მკითხველმა.
28 სექტემბრის გამოკითხვის მონაცემები შედარებულია 8 სექტემბერს იგივე მეთოდოლოგიით ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებთან. გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 41,15% (8 სექტემბერს ჩატარებული გამოკითვისას 33,17%)
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 13,56% (8 სექტემბერს ჩატარებული გამოკითვისას 15,84%)
თავისუფალი დემოკრატები - 4.08% (8 სექტემბერს ჩატარებული გამოკითვისას 2,84%)
დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია - 4,00% (8 სექტემბერს ჩატარებული გამოკითვისას 3,51%)
რესპუბლიკური პარტია - 3,77% (8 სექტემბერს ჩატარებული გამოკითვისას 3,42%)
საქართველოს ლეიბორისტული პარტია –3,59% (8 სექტემბერს ჩატარებული გამოკითვისას 3.65%)
პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის - 3,41% (8 სექტემბერს ჩატარებული გამოკითვისას 3.96%)
ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა - 2,87% (8 სექტემბერს ჩატარებული გამოკითვისას 3,15%)
ეროვნული ფორუმი 1,15% (8 სექტემბერს ჩატარებული გამოკითვისას 1,27%)
თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო - 0,55% (8 სექტემბერს ჩატარებული გამოკითვისას 0,59 %)
მემარცხენე ალიანსი - 0,46% (8 სექტემბერს ჩატარებული გამოკითვისას 0,43 %)
სხვა პარტიას - 1,89% (8 სექტემბერს ჩატარებული გამოკითვისას 2,63%)
არც ერთ პარტიას - 19,52 (8 სექტემბერს ჩატარებული გამოკითვისას 25,54%)
http://www.ambebi.ge/politika/177957-qkhva...-shedegebi.htmlეს GFK - რატომ დებს ასეთ განსხვავებულ მონაცემებს
ან აქ, ფორუმზე, რატომ ლიდერობს გამოკითხვებში ნაც. მოძრაობა
რომელს ვენდოთ
ფეხებზე დავიკიდებდი და არჩევნებს დაველოდებოდი, მაგრამ მახსენდება, რომ 2003 წელს არჩევნებში, ეგზითპოლები ვინც გააკეთა,
იმას მერე ნაცების ხელისუფლებაში კაი თანამდებობა უბოძეს, რადგან მაგ ეგზითპოლების მონაცემებს აფრიალებდნენ მიტინგებზე
და რევოლუციაც გააჩალიჩეს. ამათი ეგზითპოლები ამჯერად დაემთხვევა GFK - ს მონაცემებს და იტყვიან მერე - ა, ბატონო, გაყალბებულია არჩევნები, აპა რა არისო
This post has been edited by crocodile on 2 Oct 2016, 00:05
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)