armagedonidze+++++
მაქსიმუმ - 3-4
აი, ეს გაბოლდებულები წაიკითხე - დავსქრინე კიდეც
Whereas prior to 2010, two traditional centrist parties dominated the political scene in most European countries, today that is generally no longer the case. Rather, political power is now spread among multiple political parties leading to the formation of weak coalition governments incapable of reforming their countries' sclerotic economies.
თუ გავითვალისწინებთ 2010 წლამდე პერიოდს, როდესაც ევროპის უმეტეს ქვეყნებში, პოლიტიკურ სცენაზე გავლენა ჰქონდა ორ ტრადიციულ ცენტრისტულ პარტიას, დღეს, - სრულიად სხვაგვარი სიტუაციაა. პოლიტიკური ძალაუფლება, სხვადასხვა პარტიებს შორის მიმოიფანტა, რაც იწვევს სუსტი კოალიციური მთავრობების ჩამოყალიბებას, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი ქვეყნების დაუძლურებული ეკონომიკის რეფორმირება.
აი, დანარჩენიც:
___________________
თანაბრად შემაშფოთებელია პოლიტიკურ სპექტრში ორივე, - მემარჯვენე და მემარცხენე ექსტრემისტული პარტიების ზრდა, ისევე, როგორც ანტი-ევროპული განწყობის მზარდი ტალღა მთელს კონტინენტზე.
საბერძნეთის პოლიტიკური მოვლენები 2009 წლიდან, ამ ტენდენციების ნათელი მაგალითია: - 2009 წლამდე, ბერძნულ პოლიტიკაში დომინირებდა ორი ცენტრისტული პარტია, სრულიად საბერძნეთის სოციალისტური მოძრაობა (პასოკი) და ახალი დემოკრატია, რომლებიც ჩვეულებრივ, ხმების დაახლოებით 70%-ს აგროვებდნენ.
დღეს, საბერძნეთის ეკონომიკის დაუძლურების შემდეგ, ეს ორი პარტია ხმების 30%-ს ძლივს იღებს. ამის ნაცვლად, საბერძნეთს ახლა ჰყავს სუსტი კოალიციური მათავრობა და რადიკალური მემარცხენე პარტია, სირიზა მართავს, რომელიც 2015 წელს, მთავრობაში მოსვლამდე, აშკარად მტრულად იყო განწყობილი საბერძნეთის ევრო-წევრობის გაგრძელების მიმართ.
ევროკავშირის გრძელვადიანი პერსპექტივისათვის უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ პოლიტიკურმა ფრაგმენტაციამ, ახლა უკვე იტალიასა და ესპანეთში გაიდგა ფესვი, ევროზონის მესამე და მეოთხე უმსხვილეს ეკონომიკებში.
იტალიაში, საკონსტიტუციო რეფორმის რეფერენდუმის წინ, რომელიც ნოემბრის ბოლოს გაიმართება, პოპულისტური და ანტი-ევროპული „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“, მმართველ დემოკრატიულ პარტიას გაუთანაბრდა გამოკითხვებში. ეს ზრდის რეფერენდუმში „არა-სთვის“ ხმის მიცემის შანსებს, რომელიც ძალიან სავარაუდოა, რომ პრემიერ-მინისტრ მატეო რენცის მთავრობას გადააყენებს და შეგვიყვანს იტალიის ეკონომიკური გაურკვევლობის ხანგძლივ პერიოდში.
ამასობაში ესპანეთში, 2015 წლის საყოველთაო არჩევნების შემდეგ, ყველაზე დიდი სირთულეები მოჰყვა ახალი მთავრობის ფორმირებას, რადგანაც ხმები სრულიად თანაბრად გაიყო ოთხ კონკურენტ პოლიტიკურ პარტიას შორის. ახლა კი, როგორც ჩანს, ესპანეთს, კიდევ ერთხელ მოუწევს არჩევნებზე წასვლა, მესამედ - წელიწადზე ნაკლებ დროში.
მიმაგრებული სურათი