რუსულმა კომპანია Caviar-მა, რომელიც მობილურ ტელეფონებზეა სპეციალიზირებული, iPhone 7-ის სპეციალური კოლექცია გამოსცა. ლიმიტირებული ხაზი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს ეძღვნება – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.
მოდელს Supremo Putin Damascus-ი ქვია. ტელეფონის დიზაინი ორი ვარიანტით არის წარმოდგენილი – ტიტანის გამაში და ოქროში.
პუტინის დაბადების დღე 7 ოქტომბერსაა – ის 64 წლის გახდება.
http://www.timer.ge/putinis-dabadebis-dghe...ebi-gamoushves/