საინტერესო თემაა და რო ვფიქრობ არ შემხვედრია ფორუმზე, დავსერჩე მაგრამ მაინც ვერ ვნახე და იყოს მაინც.
ზოგადად ბიბლიაში არსებობს მონობის მაგალითები და ეს გამართლებულიცაა ხშირ შემთხვევაში, მაგალითად ახალ აღთქმაში არსებობს წესები, მონებთან დააკვშირებით, მაგრამ ეს სხვა თემაა.
ისტორიული ფაქტია, რომ ამერიკაში, მონობის აპოლოგეტი ხშირად ქრისტიანობა ხდებოდა ხოლმე, ამ ისტორიიდან გამომდინარე:
20. დაიწყო ნოემ მიწისმუშაკობა და გააშენა ვენახი.
21. შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში.
22. დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას.
23. აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი, მოისხეს მხრებზე, უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე. პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ.
24. გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოეპყრა მას უმცროსი ვაჟი.
25. თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!
ანუ ღმერთმა ქამის შთამომავლები, რომლებადაც შავკანიანები არიან მიჩნეული დაწყევლა, რომ ყოფილიყვნენ ყველა სხვას მსახურნი.
საინტერესო ამბავია

რას იტყვით? ნუ შემდგომ პერიოდში, როცა რელიგიამ გადახედა ამას და ქრისტიანობის ყოფილ დამოკიდებულებას, რაღათქმაუნდა პოზიია შეცვალეს, როგორც ყოველთვის ხდება და თქვეს რომ ეს იყო ბიბლიის "არასწორი ინტერპრეტაციის" შედეგი და უნდა მომხდარიყო "უფრო გონებაგახსნილი ინტერპრეტაცია"
This post has been edited by wolfchant on 2 Oct 2016, 18:07