სერგო რატიანი
სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება მეორე ტურის წინ არის სამწუხარო და გარკვეულწილად დამაზიანებელი, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებს სანდრა რულოვისის გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა, არ მიიღოს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა.
როგორც რატიანმა აღნიშნა, საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო მეორე ტურში მონაწილეობის გადაწყვეტილება. ”ჩვენ ვიბრძოლებთ მეორე ტურში. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ივანიშვილს არ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ივანიშვილი გამოიყენებდა ყველა მეთოდს და იქნებოდა დაშინება, ძალადობა. ჩვენ იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ამომრჩევლის დაცვა არის ისეთი საქციელი, როგორიც მოხდა გუშინ, მარნეულში, სადაც ჩვენ ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ. ეს არის საფუძველი იმის, რომ ჩვენი ამომრჩევლები იქნებიან დაცული.
სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება, ვფიქრობ, მეორე ტურის წინ არის სამწუხარო და გარკვეულწილად დამაზიანებელი. ზუგდიდი არის რეგიონი, რომელშიც ჩვენ, როგორც წესი, გვაქვს და გვქონდა გამარჯვების მაღალი ალბათობა”, - განაცხადა სერგო რატიანმა.
”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. როგორც რულოვსი ,,ოდიში ნიუსთან'' ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, უსამართლო არჩევნების ფონზე მეორე ტურში მონაწილეობა შეურაცხმყოფელია.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...azianebeli.htmlნიკა მელია
ჩემთვის ნამდვილად გულსატკენია და სამწუხაროა, რომ სანდრა რულოვსი არჩევს განერიდოს ბრძოლის ამ ეტაპს,- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.
მისივე თქმით, მისთვის სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება, არ მიიღოს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა, მიუღებელია. ”ჩემთვის, როგორც ამ პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი წევრისთვის, ნამდვილად გულსატკენია და სამწუხაროა, რომ ქალბატონი სანდრა ასე უყურებს ამ პროცესს და არჩევს განერიდოს ბრძოლის ამ ეტაპს. ჩემთვის ნამდვილად მიუღებელია. მე ვარ ახლა ქალაქ ზუგდიდში და ვაგრძელებ ბრძოლას მილიარდერი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.
მე გამიხარდებოდა, სანდრა რულოვსს გაეგრძელებინა თავისი კამპანია ზუგდიდში, მითუმეტეს ამ ოლქში გამგებლის კანდიდატად კენჭს იყრის ჩვენი გუდის წვერი, რომელმაც გაიმარჯვა პირველ ტურში და ჩემი აზრით არ არის კარგი ჟესტი მის მიმართ.
მე რომ ვყოფილიყავი სანდრას ადგილზე, სამართლიანად უნდა მიმეღო კრიტიკა ჩემი მეგობრების მხრიდან, ვინაიდან მიტოვება სწორედ მაშინ არის იმ შენი ამომრჩეველის, როდესაც შენ არ აპირებ ბრძოლას მეორე ტურში.
ბრძოლა მეორე ტურში იქნება ძალიან რთული. რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ჩვენი შანსები ყველა ოლქში არის დიდი, მაგრამ ბრძოლაში არ შესვლა და ბრძოლისაგან თავის არიდება არის უბრალოდ მიუღებელი. ივანიშვილს, ყველა ფეხის ნაბიჯზე, სადაც შესაძლებელი იქნება, პოლიტიკური ალიყური უნდა მოხვდეს”, - განაცხადა მელიამ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...a-mokhvdes.htmlგივი თარგამაძე
გივი თარგამაძე სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებაზე - ამომრჩევლის დაცვა არის არა მათი ბრძოლიდან არიდება, არამედ ბრძოლაში მათ გვერდით დგომა
18:36 23-10-2016
გივი თარგამაძე სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებაზე - ამომრჩევლის დაცვა არის არა მათი ბრძოლიდან არიდება, არამედ ბრძოლაში მათ გვერდით დგომა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გივი თარგამაძე სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას მიუღებლად მიიჩნევს. როგორც ჟურნალისტებს თარგამაძემ განუცხადა, ეს აზიანებს ზოგადად მეორე ტურების კამპანიას. მისივე თქმით, პარტია არ იზიარებს სანდრა რულოვსის პოზიციას და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტიულების თანახმად იმოქმედებს.
”პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, მეორე ტურებში მონაწილეობაზე. აქედან გამომდინარე ქალბატონი სანდრას გადაწყვეტილება არის მიუღებელი. მეტიც, ის აზიანებს ზოგადად მეორე ტურების კამპანიას. ბუნებრივია, ჩვენ ყველამ ვიცოდით წინასწარ, რომ ივანიშვილი დაგვიპირისპირებდა უკიდურეს ძალადობას, მანიპულაციას და დაშინებას და აქ ახალი არაფერი მომხდარა.
ის, რომ ბრძოლას აქვს აზრი, ყველაზე მეტად დაადასტურა გუშინ მარნეულის ამომრჩეველმა. ჩვენ ვთვლით, რომ ამომრჩევლის დაცვა არის არა მათი ბრძოლიდან არიდება, არამედ ბრძოლაში მათ გვერდით დგომა და მასთან ერთად გამარჯვების მიღწევა. ჩვენ გონივრულად გადავანაწილებთ ძალებს.
შევა თუ არა სანდრა რულოვსი პარლამენრტში - ეს ყველაფერი სანდრას უნდა ჰკითხოთ. მისი გადასაწყვეტია. მან მიიღო პირეველი გადაწყვეტილება, მიიღებს ალბათ მეორე გადაწყვეტილებასაც. თუმცა პარტიის გადაწყვეტილება განისაზღვრა პოლიტსაბჭოს სხდომაზე და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივყვებით”, - განაცხადა გივი თარგამაძემ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...dith-dgoma.htmlროგორც იკვეტება სანდრა პარლამენტში არც პროპორციულით შესვლას არ აპირებს
პს. აქაურო ნაცცი თქვენ რომელ ჯგუფში ხართ ? ფაქტია, ბოკერიას ჯგუფმა გაიმაგრა პოზიციები და მიშას ფონზე უფრო პრაგმატულები და გონივრულები აღმოჩნდნენ
ეს ჩემი წინა თემა, ზოგმა რომ უარყო და შეიცხადა
2 ტურის შემდეგ ნაცები იყოფიანო This post has been edited by Free_World on 23 Oct 2016, 20:44