#48954094 · 4 Oct 2016, 18:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა საერთო აქვთ ამათ? უნიჭობაზე საშიში ნიჭიერებაა,რომელსაც მაღალი ზნეობა და ღვთისმოშიშობა არ ახლავს თან!
სამივენი უდაოდ ნიჭიერები იყვნენ,ოღონდ ზოგს ეს მაღალი ზნეობა აკლდა,ზოგს ღვთისმოშიშობა,ზოგს ორივე...ეტყობა მათ მომხრეებს მათი ნიჭიერება ხიბლავდა სწორედ და უბნელებდა გონებას. ზვიადია:რაღაც მომენტიდან ზვიადია მიტინგებს არ ესწრებოდა ხოლმე დაწყებიდან,როგორც ადრე.მოდიოდა ხოლმე მიტინგის ბოლოს,როცა უკვვე დაშლას იწყებდა და ხალხი ისევ ბრუნდებოდა უკან მის მოსასმენად.გრძნობდა თავის აშკარა უპირატესობას სხვებთან შედარებით.ბოლოს ეტყობა ჩათვალა,რომ არ სჭირდებოდა მეტი ეს ძნელად სამართავი "წვრილფეხობა" და "უგანა".ჩემი აზრით მას გაუჩნდა ილუზია იმისა,რომ ჰქონდა მოსახლეობის თუ არა სრული,დიდი ნაწილის მხარდაჭერა!ეს მაშინ,როცა არჩევნებმა სხვა სურათი გვანახა(კომუნსტებმა მოიპოვეს "მრგაველბის შემდეგ ყველაზე მეტი ადგილი).ბოლოს აღმოჩნდა,რომ თურმე მომხრეები არც ისე ბევრი ჰყოლია.მოკლედ ვერ გახდა ეს "მრგვალი მაგიდა" ძირითადი ანტიკომუნისტური და განმანთავისულფებელი ძალა.ხოლო ზვიადი ვერ გახდა..."ერის მამა"!უნდა განვასხვავოთ "ერის მამა"-გამაერთიანებელი,სულიერი თუ მორალური ლიდერი და პოლიტიკოსი,სახელმწიფოს მეთაური.პირიქით!ზვიადა აღმოჩნდა (შეიძლება მისდაუნებურად) ერის გამხლეჩი!ეტყობა ვერ იჯერებდა ბოლომდე,რომ არ იყო საბოლოოდ "ერის მამა" და გამაერთიანებელი,ერთგვარი "მესია".კრემლის ურევდა თურმე ტვინს ხალხს...რეალობის მისმა არაადეკვატურმა აღქმამ მიგვიყვანა კდიეც გაჭიანურებულ სამოქალაქო ომამდე. ედუარდა:ესეც მოგვევლინა ზვიადასაგან განმანთავისუფლებელი თუ საერთაშორისო იზოლაციის გამრღვევი თუ ახლებურად ქვეყნის აღმშენებელი("ხელები დავიკაპიწოთ") რა ვიცი კიდევ რა.მანაც მოინდომა არც მეტი არც ნაკლები "ერის მამობა"!უარყო რომელიმე პოლიტიკური პლატფორმა(ერის მამა ვერ იქნებოდა კონკრეტული პოლიტიკური ძალის მომხრე) და შექმნა მისი სიტყვებით რომ ვთქვათ "ზეპარტიული" "მოქალაქეთა კავშირი",სადაც ყველას შეეძლო გაერთიანება ულტრამემარცხენეებიდან ულტრამემარჯვენეებამდე,მთავარია ეღიარებინა ედუარდას "ერის მამობა"...ედუარდაც ვერ აღმოჩნდა ერის გამაერთიანებელი.პირიქით,მანაც გახლიჩა ერი.ეს ამბავიც დამთავრდა გადატრიალებით. მიშა:ედუარდათი უკმაყოფილება გაიზარდა საზოგადოებაში.დენთის კასრი არსებობდა,საჭირო იყო ნაპერწკალი.თან ჰქონდათ მაინც ედუარდას მიმართ "ჟიმ ჟიმი" ძალიან ბევრს და ვერ გაბედეს ცალკე დაჯახება.გადაწყდა ისევ გაერთიანება,როგორც მოხდა გაერთიანება ზვიადას წინააღმდეგ თავად ზვიადას გვარდიის ნარჩენების,მხედრიონის,"წითელი ინწილიგენციის" და სხვა პოლიტიკური პარტიების.მიშამ ამას დაარქვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"...არ ვიცი ვინ მოიფიქრა ეს სახელი,მაგრამ იგივე სიმღერი გადამღერება იყო,რაც ედუარდას "ზეპარტიული" ამორფული კონგლომერატი.ესეიგი შეიაყარა ერთიანი,ნაციონალური(რატომ არა ეროვნული?მაგრამ ჯანდაბას) მოძრაობა ფაქტიურად...ედუარდას წინააღმდეგ!ჩაუდგა სათავეში მიშა.მიშას ყველაზე გრძელი ენა ჰქონდა და საკმაო მხარდაჭერაც გარედან როგორც ჩანს.ამიტომ ყვიროდა ყველაზე გაბედულად.მოკლედ მიშამაც მოინდომა არც მეტი,არც ნაკლები "ერის მამობა" და "აღმშენებლის" როლი ედუარდასავით... ზვიადასავით ვინც არ დაეთანხმა მის ამ იპოსტასს,გამოაცხადა რუსეთის აგენტად.ედუარდასაგან განსხხვავებით მიმართა რეპრესიების მძიმე ფრომებს მოწინააღმდეგეების მიმართ. მიშას წინააღმდეგაც მოხდა ისეთივე გაერთიანება "ქართული ოცნების" სახით,როგორც დანარჩენი სამი "ერის მამის" წინააღმდეგ,მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი განხვავებებით და მართლა ყოჩაღ ბიძო!რაც კარგი იკისრა უნდა აღინიშნოს.აგვცდა მორიგი "ერის მამის" ჩამოგდება "რევოლუციების,.ამბოხებისა თუ გადატრიალების გარეშე!მოპრიგი "ერის მამაც" გახდა არა ერის გამაერთიანებელი,არამედ გამხლეჩი და ამ გახლეჩა-დაპირისპირებას აგრძელებს დღესაც!ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი არც ერთიანი აღმოცნდა,არც ნაციონალური(აშკარად ანტინაციონალური შეიძლება ითქვას) და არც მოძრაობა.ისეთივე სექტად გადაიქცა,როგორც "ზვიადისტების" თავის დროზე.მადლობა ღმერთს "ედუარდისტების" სექტა რომ არ არსებობს.ვერ აღმოჩნდა ედუარდა დანარჩენებივით კარგი პოპულისტი.
--------------------
ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად სხვას არა წაუღია რა...
|