რეკეტი
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5972
წევრი No.: 178270
რეგისტრ.: 16-December 13
|
#48954101 · 4 Oct 2016, 18:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სოციოლოგიური გამოკითხვების და ე.წ. ეგზიტ პოლების შესახებ სპეკულაციები წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით აქტუალური ხდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ხაზგასმით აცხადებს, რომ მისი დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს, ყველაზე სარწმუნოა და ასევე ყველაზე სარწმუნო იქნება იმ ეგზიტპოლის შედეგები, რომელსაც ისინი 8 ოქტომბერს, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, საღამოს 8 საათზე გაასაჯაროვებენ. "რუსთავი 2" –ის მიერ იმის მტკიცება, რომ GFK–ის კვლევები ყველაზე სანდოა და ყველამ ის უნდა აღიაროს "უმაღლეს ჭეშმარიტებად" საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას ემსახურება. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ GFK-მ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ კვლევა ჩაატარა ყირიმში და გამოქვეყნა შედეგები, რომლის მიხედვითაც ყირიმის მოსახლეობის მხოლოდ 4%-ს სურდა უკრაინის შემადგენლობაში დარჩენა. ეს ასეც რომ ყოფილიყო სოლიდურ დასავლურ ორგანიზაციას მსგავსი რამ არ უნდა გაეკეთებინა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის და საომარი მოქმედებების დროს. მით უმეტეს, რუსების მიერ ყირიმში დატერორებული უკრაინელების და ყირიმელი თათრების შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო. როგორც ჩანს, პუტინის ქისამ მორალი გადაწონა. ასეთი “სუფთა მეგობრები” უსრულებენ სააკაშვილს კვლევებს და ატრიალებენ პარტიული ტელევიზიით. 2014 წელს უკრაინაში GFK-ს სატელევიზიო რეიტინგების გაზომვის უფლება ჩამოართვეს, რადგან მოსყიდული პანელისტები აღმოუჩინეს, ანუ ადამიანები, რომელთაც “პიპლმეტრები” ეყენათ და აყალბებდნენ სატელევიზიო რეიტინგებს. ასევე აღმოუჩინეს ინსტრუქცია მოსყიდულ პანელისტებს, სადაც დეტალურად იყო აღწერილი, როდის რა არხისთვის და რამდენი ხანი ეყურებინათ, რომელ არხებზე არ ჩაერთოთ საერთოდ, რასაც საბოლოოდ გავლენა ჰქონდა ტელევიზიების რეიტინგებზე და შესაბამისად სარეკლამო დროის ფასებზე სხვადასხვა არხზე. ამ თაღლითური სქემით რეკლამის განმათავსებელი ფირმები 40 მილიონ დოლარზე მეტ ზარალს ნახულობდნენ ყოველწლიურად. 100-ზე მეტი მოსყიდული პანელისტი აღმოუჩინეს უკრაინაში და თითოეულს 1200$-ს უხდიდნენ თვეში თაღლითობისთვის. საბოლოოდ უკრაინის “ინდუსტრიულმა სატელევიზიო კომიტეტმა” გაუწყვიტა ხელშეკრულება და ამერიკული “Nielsen”-ით ჩაანაცვლა. თავად GFK-მ აღიარა, რომ ადგილი ჰქონდა მოსყიდული პანელისტების არსებობას. უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წელს საქართველოში ყველაზე მიახლოებული ეგზიტპოლები დადო edison riserch-მა (50-41-ზე) და ISFED-მ (54,6-40,7). პირველმა "რუსთავი-2"-ის დაკვეთით ჩაატარა კვლევა, მეორემ კი "სამართლიანი არჩევნების" დაკვეთით. 2012 წელს, ყველაზე შეუსაბამო და რეალობას აცდენილი კვლევა გამოაქვეყნა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ დაქირავებულმა GFK-მ, რომლის კვლევაც რეალურ შედეგებს 15-22%- იყო აცდენილი. თუ edison riserch-ი წლების განმავლობაში პატიოსნად და სწორად იკვლევდა საარჩევნო პროცესებს, რატომ გადაწყვიტა "რუსთავი 2"–მა მის ნაცვლად აერჩია სახელგატეხილი, საზოგადოებრივ მაუწყებელზე 122%–მდე ცდომილების "დამფიქსირებელი", საერთაშორისო კვლევებში "შერცხვენილი" კომპანია? ეს ის კომპანიაა, რომელიც უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარებულ კვლევაში აფიქსირებს, რომ უკრაინიდან ყირიმის გამოყოფას და რუსეთთან შეერთებას მხარი 96%-მა დაუჭირა... ასევე დამაფიქრებელია ისიც, რომ თურქეთში GFK გადასახადების დიდი ოდენობით დამალვაში იქნა დადანაშაულებული, კერძოდ საუბარია 21 მილიონი ევროს ოდენობით გადასახადების დამალვაზე და ამ ფაქტის გამო GFK-ს სამ მენეჯერზე საქმეც აღიძრა. ახლა კი TSN -ის შესახებ: ეს კომპანია არჩევნებისთვის კვლევას ატარებს "იმედის" დაკვეთით, შედის მსოფლიოს სამეულში და აღსანიშნავია, რომ კვლევებს ევროკომისიისთვის ატარებს. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, აშკარაა, რომ სახეზეა "რუსთავი 2" –ის განზრახვა--GFK-ს დახმარებით და თარხნიშვილის მეუღლის ორგანიზაციის ( BCG ) მეშვეობით, გააყალბოს ეგზიტპოლები, გაიყვანოს "ნაციონალური მოძრაობა" "პირველ ადგილზე" და შემდეგ, როცა ცესკო ნამდვილ შედეგებს გამოაქვეყნებს, უნდობლობა გამოუცხადოს მას და თქვას, რომ "არჩევნები გაყალბებულია", რაც საკმაოდ ნაცნობი "რევოლუციური სცენარისა" და დესტაბილიზაციის მცდელობისკენ ნაბიჯების გადადგმის საბაბი იქნება "ნაციონალებისთვის". გავიხსენოთ სააკაშვილის ფრაზა, რომ მათთვის სანდო მხოლოდ "რუსთავი 2" –ის ეგზიტპოლები იქნება. მაგრამ, "ნაციონალებს" რომ "რევოლუციის" და ხალხის ქუჩაში გამოყვანის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, ეს მათაც ძალიან კარგად იციან. არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. ამერიკის ელჩმაც კი ერთმნიშვნელოვნად თქვა არაერთხელ, რომ ისეთ წინასაარჩევნო გარემოს, როგორიც საქართველოშია, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი ინატრებდა. ამიტომ სრულად გაკოტრებულები ეპოტინებიან იმას, რომ როგორმე პარლამენტში მოხვდნენ იმ რაოდენობით მაინც, რომ 6–კაციანი ფრაქცია შექმნან და საერთოდ არ გაქრნენ ქართული პოლიტიკიდან.
|